ჰარი კეინი
Aa
Aa
1 კომენტარი

კეინი: დიახ - ოქროს ბურთს ჩემპიონთა ლიგის თასში გავცვლიდი

„ბაიერნის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა უპასუხა კითხვას იმის შესახებ, გაცვლიდა თუ არა თავის „ოქროს ბურთს“ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე.

„დიახ, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ გუნდური ტიტულები არის ის, რის გამოც ფეხბურთს ვთამაშობთ. მიმაჩნია, რომ ჩვენი სპორტის სახეობის გუნდური ასპექტი მართლაც ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია.

უნდა ვთქვა, რომ გასულ კვირას „ოქროს ბურთის“ მიღება ჩემს ცხოვრებაში, ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო შეგრძნება იყო. ეჭვგარეშეა. ასე რომ, არავითარ შემთხვევაში არ უარვყოფ იმ ფაქტს, რომ ეს პირადად ჩემთვის მართლაც ძალიან, ძალიან განსაკუთრებული ჯილდო და განსაკუთრებული საღამო იყო.

მაგრამ დიახ, ვფიქრობ, უბრალოდ დაუჯერებელი იქნებოდა, მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება რომ შემძლებოდა - გამარჯვების სიხარული გუნდთან გამეყო და ეს წარმატება კლუბთან ერთად აღმენიშნა.

მთლიანობაში, კარიერას რომ გადავხედოთ, „ოქროს ბურთი“ გამორჩეული მიღწევაა, რომელსაც კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადავყავარ. თუმცა ასევე გინდა ითამაშო ისეთი დიდი ტურნირების ფინალებში, როგორიც ჩემპიონთა ლიგაა, გაიმარჯვო მათში, რათა ეს ემოციები გუნდელებთან ერთად განიცადო.

ასე რომ დიახ, მე ჩემპიონთა ლიგას ავირჩევდი. თუმცა ახლა ისეთ სიტუაციაში ვარ, სადაც ორივეს მოგების შესაძლებლობა მაქვს, ასე რომ ვნახოთ, რა გამოვა“,

- განაცხადა კეინმა.

კომენტარები 1

  1. ზაზა

    არ მიუშვა კვარაცხელიამ ბაიერნი თუარა მოგებული არქონდა ლიგა.

    პასუხიშეტყობინება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები