გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ოფიციალური განცხადება გაავრცელეს | ჩაკვეტაძეს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

გიორგი ჩაკვეტაძის „უდინეზეს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. „პატარა ზებრებმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, რომლითაც კოსტა რუნიაიჩის გაშვება და მის ადგილას პაოლო ძანეტის დანიშვნა დაადასტურეს.

„უდინეზე მოხარულია გამოაცხადოს, რომ პირველი გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელად პაოლო ძანეტი დაინიშნა. მან კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. პაოლო ძანეტი მზადაა „უდინეზეში“ ახალ გამოწვევას შეუდგეს. ის გუნდთან ერთად პირველ ვარჯიშს სამშაბათს ნაშუადღევს ჩაატარებს, ხოლო მედიასა და საზოგადოებას ოთხშაბათს, 15:00 საათზე შეხვდება“, — ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ძანეტი ბოლოს „ვერონაში“ მუშაობდა, რომლის მთავარი მწვრთნელის პოსტზეც 64 შეხვედრა ჩაატარა. „ვერონამდე“ ის „ემპოლის“, „ვენეციასა“ და „ასკოლის“ წვრთნიდა, კარიერა კი „სუდტიროლის“ თავკაცის პოსტზე დაიწყო.

რაც შეეხება „უდინეზეს“, 10 ტურის შემდეგ „პატარა ზებრებს“ მხოლოდ 5 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა ადგილს იკავებენ. „უდინეზე“ მომდევნო შეხვედრას ბოლოადგილოსან „ვენეციას“ წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მამუკელაშვილმა მაიამის 13 ქულა ჩაუგდო | ლუკა დონჩიჩს ვერ აჩერებენ
    მამუკელაშვილმა მაიამის 13 ქულა ჩაუგდო | ლუკა დონჩიჩს ვერ აჩერებენ