ორი საგოლე გადაცემა დაუფასდა | რობაქიძე ტურის სიმბოლურში შეიყვანეს
უკრაინის პრემიერლიგის მე-11 ტურში „ვერეს-რივნე“ ოდესის „ჩერნომორეცს“ დაუპირისპირდა. „ვერეს-რივნე“ მასპინძლის რანგში იყო და 1:3 დამარცხდა. „ჩერნომორეცის“ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ქართველმა ნახევარმცველმა, გიორგი რობაქიძემ შეიტანა, რომელმაც ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.
უკრაინის ჩემპიონატს რობაქიძის თამაში უყურადღებოდ არ დარჩენია და ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. რობაქიძის გარდა გეორგი ბუშჩანი („დინამო კიევი“), ჟორდანი („ზორია“), ალუ ტიარე („დინამო კიევი“), როსტისლავ ლიახი („კარპატი“), ვასილ კურკო („ჩერნომორეცი“), ვინისიუს ტობიასი („შახტარი“), რომან ვანტუხი („კარპატი“), ალისონი („შახტარი“), ამბროსი ჭაჭუა („კარპატი“) და იან კოსტენკო („კარპატი“) გამოარჩიეს.
მიმდინარე სეზონში რობაქიძემ მონაწილეობა 10 შეხვედრაში მიიღო, რომელთაგან ცხრაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. მის ანგარიშზე 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. ერთადერთი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა „პოლისიას“ გაუტანა.
რაც შეეხება „ჩერნომორეცის“ სატურნირო მდგომარეობას, ოდესელები 10 ტურში დაგროვებული 9 ქულით მეცხრე ადგილზე არიან.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს