ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

ჯასტინს ჩემი ეშინია და ილიას იწვევს | ცარუკიანს სატიტულო ბრძოლა სურს

UFC 331-ზე არმან ცარუკიანმა პირველი რაუნდის მიწურულს მაურისიო რუფი დაანოკაუტა. ახალქალაქში დაბადებულ სომეხ მებრძოლს სატიტულო ბრძოლა სურს. ბრძოლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე არმან ცარუკიანი ჯასტინ გეიჯის თავის არიდებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ UFC-ის ჩემპიონს მასთან ბრძოლის „ეშინია“.

„ჯასტინს ჩემი სახელი არასდროს უხსენებია. მას ეშინია. უნდოდა, რუფის ნოკაუტში ჩავეგდე. ცდილობს, თავიდან ამირიდოს და ილია თოფურია გამოიწვიოს, ან თქვას მსგავსი რამ: 'არმანთან საბრძოლველად 15 მილიონი დოლარი მინდა', ან საერთოდ კარიერა დაასრულოს.“

დენა უაითი არმან ცარუკიანისა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლას ჯერ არ ადასტურებს: „ჯერ არ ვიცით, რას ფიქრობს გეიჯი.“

შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს „ელ მატადორმა“ განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ ოქტაგონში დასაბრუნებლად მზადაა. ილიას ჯასტინ გეიჯისთან რემატჩის მიღება სურს, თუმცა ამერიკელი მებრძოლი ამაზე უარს აცხადებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მარცხის მიზეზი ეს არ ყოფილა“ - ვოლკანოვსკი ილიას გამოეხმაურა
„მარცხის მიზეზი ეს არ ყოფილა“ - ვოლკანოვსკი ილიას გამოეხმაურა