მარჯვენა ფეხით შორეულ კუთხეში | ბუბუტეიშვილის ბრწყინვალე გოლი სლოვაკეთში
სლოვაკეთის რანგით მეორე ლიგაში „შამორინმა’’ ლუკა ბუბუტეიშვილის ბრწყინვალე გოლით სტუმრად „პრეშოვს’’ მოუგო (0:1).
9 ტურის შემდეგ „შამორინი'' 24 ქულით ლიდერია, „პეტრჟალკა'' 21 ქულით მეორე ადგილზეა, თუმცა „პეტრჟალკამ'' ერთით ნაკლები მატჩი ჩაატარა, მე-9 ტურში ჯერ არ უთამაშია.
Transfermarkt-ის მონაცემებით, 20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა სლოვაკეთის რანგით მეორე ლიგაში 7 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, სლოვაკეთის თასის ერთ მატჩში მის ანგარიშზე 1 საგოლე პასია.
ლუკას „დინამო თბილისის'' 19-წლამდე გუნდში, სარეზერვო გუნდსა და პირველ გუნდში უთამაშია. გარკვეული პერიოდი კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის სართიჭალას „შტურმში'' გამოდიოდა.