წონა ჩაბარებულია | გიგა ჭიკაძე ოქტაგონში ბრუნდება
UFC 331-ის მებრძოლებმა წონები ჩააბარეს. ღონისძიების მთავარი მოვლენა ჯოშუა ვენისა და ალეშანდრე პანტოჟას სატიტულო დაპირისპირებაა და ორივე მათგანმა საჩემპიონო წონა დააფიქსირა — 125 ფუნტი (56.6 კილოგრამი).
UFC 331-ის თანამთავარ მოვლენაში არმან ცარუკიანი მაურისიო რუფის შეხვდება. ცარუკიანი ბრაზილიელზე ოდნავ მეტს იწონის. არმანმა 156 ფუნტი (70.7 კილოგრამი) დააფიქსირა, ხოლო რუფიმ — 155 ფუნტი (70.3 კილოგრამი).
მოახლოებულ ღონისძიებაზე ქართველ მებრძოლსაც ვიხილავთ. გიგა ჭიკაძე ჟოანდერსონ ბრიტოს წინააღმდეგ გაარკვევს საუკეთესოს ვინაობას. „ნინძამ“ წონა წარმატებით ჩააბარა — 146 ფუნტი (66.2 კილოგრამი), ბრიტო 145.5 ფუნტს (65.9 კილოგრამს) იწონის.
Giga Chikadze da el peso en 146 libras ????#CryptoCom #UFC331 | Sáb. 19 de Sep. | En vivo por Paramount+ pic.twitter.com/aDgu4JhjJM
— UFC Español (@UFCEspanol) September 18, 2026
ცნობისთვის, ჭიკაძეს ზედიზედ სამი წაგება აქვს და არნოლდ ალენთან, დავიდ ონამასთან და კევინ ვალეხოსთან დამარცხდა. გიგას ბოლო გამარჯვება 2023 წლის აგვისტოთი თარიღდება, როდესაც ალექს კასერესს აჯობა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს