გიორგი კვერნაძე, ფროზინონე
Aa
Aa

„ერთი-ერთზე მრგვალი მაგიდის უდავო მეფე“ - DAZN-ი კვერნაძეზე

გავლენიანმა იტალიურმა გამოცემა DAZN-მა, „ფროზინონე“ „კომოს" მატჩის წინ, საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც გიორგი კვერნაძისა და ასანე დიადოს გავლენა და სათამაშო სტილია შედარებული - უფრო კონკრეტულად კი მათი დრიბლინგის უნარი. კომპონენტი, რომელშიც ქართველი გარემარბი სერია A-ში ლიდერია.

„ფროზინონე - კომო კლასიკური მატჩია, რომელიც, თუ თვალებს დახუჭავთ და თანამედროვე სერია A-ზე დაფიქრდებით, იდეალურად წარმოადგენს ჩვენი ლიგის „სანახაობრივ“ და გოლებით უხვ ევოლუციას. ბარიკადებისა და „მთავარია არ გავუშვათ“ ეპოქამ, როგორც ჩანს, ადგილი დაუთმო იმათ ტაქტიკურ სითამამეს, ვინც მიზნის მიღწევას ეფექტური შეტევით ცდილობს.

სწორედ ამიტომ, ფროზინონესა და კომოს შორის მატჩი სეზონის ამ სტარტის მანიფესტს ჰგავს, სადაც უსაფრთხოების ზონა და სატურნირო ცხრილის ზედა ეშელონები თითქოს მხოლოდ სიმამაცით მიიღწევა. შეხვედრა „სტირპეზე“ არ არის მხოლოდ მნიშვნელოვანი გზაჯვარედინი ორივე გუნდის ამბიციებისთვის, არამედ ეს არის დაპირისპირება ორ გუნდს შორის, რომელთა სათამაშო სტილიც დრიბლინგზეა აგებული.

კვერნაძე VS დიაო: მეტოქის ჩამოტოვების ხელოვნება:

ერთი-ერთზე მრგვალი მაგიდის უდავო მეფე გიორგი კვერნაძეა. „ფროზინონეს“ ქართველმა მოთამაშემ იტალიის ჩემპიონატზე არაჩვეულებრივი გავლენა მოახდინა და შთამბეჭდავი ტემპით მოძრაობს: ის სერია A EniLive-ში წარმატებული დრიბლინგების რაოდენობით პირველ ადგილზეა (13).

კვერნაძე თამაშობს ფლანგიდან ცენტრისკენ შეწევის იმ ტიპური მოძრაობით, რაც თითქმის კოდირებულ სვლას ჰგავს, რომელიც ყოველთვის ახერხებს მეტოქის მოტყუებას: ტიპური სიტუაცია, რომელშიც კვერნაძე სახიფათო ხდება, არის როცა ის ბურთს ფლანგზე იღებს და ცენტრისკენ იწევს, კრეფს სისწრაფესა და სიმარჯვეს იქამდე, სანამ მეტოქისთვის შეუჩერებელი არ ხდება.

ამ კონკრეტულ რეიტინგში მის უკან პირდაპირ ასანე დიაო მოდის (8 წარმატებული დრიბლინგით). გასაკვირი არ არის, რომ ფაბრეგასი თავისი მოთამაშეების ტექნიკურ თვისებებს ათავისუფლებს, და თუ კვერნაძე თავის გუნდში გამონაკლისია, „კომოს“ ესპანელი მოთამაშე მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, ვისაც მეტოქის მოტყუება შეუძლია. სიმარტივე, რომლითაც სესკის ბიჭები დრიბლინგს ასრულებენ, მაშინებს: კაიკი და, რა თქმა უნდა, ნიკო პასი ამ კონკრეტული რეიტინგის ტოპ 10-ში არიან 6 წარმატებული მცდელობით.

თუ „ფროზინონე“ დრიბლინგს ექსპრომტულ გარღვევად იყენებს, „კომო“ მას ნემსისა და ძაფის მსგავსად ხმარობს თავისი ბურთის ფლობის შესაკერად.

„ფროზინონე“-„კომო“ არ იქნება ტრივიალური მატჩი. ერთ მხარეს იქნება ალვინი, რომელმაც აჩვენა, რომ მის განკარგულებაში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ, სწორი ბალანსითა და პრაგმატიზმის დოზით, სესკ ფაბრეგასის ფეხბურთის პრინციპების განსახიერება.

მეორე მხრივ, „კომო“ თავის შესაძლებლობებსა და ხარისხში დარწმუნებული იქნება. ისედაც დაძაბულ და მნიშვნელოვან მატჩში, ასევე იქნება დაპირისპირება ამ სეზონის საწყისი ეტაპის ორ საუკეთესო დრიბლიორს შორის.

კვერნაძის დაუჯერებელი გავლენა, ასანე დიაოს ჩინებულ საგოლე ალღოს დაუპირისპირდება“.

- წერს DAZN-ი.

შეგახსენებთ, რომ „ფროზინონესა“ და „კომოს“ შორის გასამართი შეხვედრა 20 სექტემბერს ჩვენი დროით 17:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები