უდინეზე, გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ჩაკვეტაძის აქტიური 45 წუთი - უდინეზემ კალიარისთან წააგო

სერია ა-ს მეხუთე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უდინეზემ“ „კალიარის“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

ქართველი ნახევარმცველი სათადარიგო იყო და თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო, „უდინეზეს“ შეტევებში აქტიურად მონაწილეობდა, თუმცა კოსტა რუნიაიჩის გუნდმა „კალიარის“ დაცვასთან ვერაფერი გააწყო.

Sofascore-მა ქართველი ფეხბურთელის თამაში 6,4 ქულით შეაფასა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 37 შეხება ბურთთან, 33-დან 32 ზუსტი პასი (97%), 1 ზუსტი გრძელი პასი და 2 დაბლოკილი დარტყმა.

ჩაკვეტაძის გამორჩეული მომენტები

ერთადერთი გოლი 55-ე წუთზე სტუმართა ფორვარდმა, დანიელ მალდინიმ გაიტანა, „უდინეზემ“ იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ მესამი მატჩი წააგო, „კალიარი“ კი ლიდერებს - „ინტერსა“ და „რომას“ დაეწია.

5 მატჩის შემდეგ „უდინეზე“ 4 ქულით მე-13 ადგილზეა, ჩაკვეტაძე კი უახლოეს დღეებში საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთი-ერთზე მრგვალი მაგიდის უდავო მეფე“ - DAZN-ი კვერნაძეზე
„ერთი-ერთზე მრგვალი მაგიდის უდავო მეფე“ - DAZN-ი კვერნაძეზე