სანდრო ნარიმანიძე
Aa
Aa

საგოლე პასი და კარგი თამაში დაუფასდა | ნარიმანიძე ტურის სიმბოლურშია

სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა (Niké Liga) მე-13 ტურის სიმბოლურ გუნდში „ჟილინას“ ცენტრალური მცველი სანდრო ნარიმანიძე შეიყვანა. სლოვაკეთის ჩემპიონატში „ჟილინამ“ შინ „მიხალოვცე“ 4:1 დაამარცხა. ანგარიში მე-8 წუთზე ნარიმანიძის პასით ჰრანიცამ გახსნა. ქართველმა ტრადიციულად 90 წუთი ითამაშა, თავი კარგად წარმოაჩინა და გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდის ვერსიით, სანდრო სიმბოლურ გუნდში მე-9 ტურშიც მოხვდა, როცა „ჟილინამ“ შინ „ტრენჩინი“ 2:1 დაამარცხა.

ნარიმანიძემ სლოვაკეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 11 მატჩი ჩაატარა, 925 წუთი ითამაშა, 2 გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა შეასრულა, 3 ყვითელი და 1 წითელი ბარათი მიიღო. 11-დან 10 შეხვედრაში მინდორზე სრული დრო (90 წუთი) გაატარა. გამონაკლისი მხოლოდ მე-11 ტურის მატჩია, როცა „რუჟომბეროკს“ გოლი გაუტანა და 25-ე წუთზე გააძევეს.

ასევე, სლოვაკეთის თასზე 2 გოლი შეაგდა, თუმცა ეს გოლები Transfermarkt-ის მონაცემთა ბაზაში ასახული არ არის.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები