ჟოზე მოურინიო, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“ვალვერდე მარჯვენა მცველად ხშირად ითამაშებს“ - მოურინიოს ვრცელი პრესკონფერენცია

მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე მორიგ მატჩს სტუმრად აეკის წინააღმდეგ გამართავს.

მატჩის წინ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.

რა თქვა ჟოზემ?

„არ მიყვარს შედარებების გაკეთება — არც ფეხბურთელების და არც გუნდების. ამდენი წლის წინანდელ პერიოდზე ვსაუბრობთ და ასეთი შედარებები ნამდვილად არ მომწონს. ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს, ამაში ეჭვი არ მეპარება. ჩემი წინა მუშაობის დროსაც გუნდს ასეთი პოტენციალი ჰქონდა და ბევრი ტიტული მოიგო. ჩემი ხელმძღვანელობით მხოლოდ სამი ტიტული მოიპოვა, თუმცა შემდეგ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში იმარჯვებდა.

ამ გუნდს ჯერ არაფერი მოუგია და ყველაფერი ახლა იწყება. ვნახოთ, რას გვიმზადებს მომავალი, თუმცა ძალიან კმაყოფილი ვარ შემადგენლობითა და იმ ფეხბურთელებით, რომლებიც მყავს. ჩემპიონთა ლიგაზე ქულები უნდა მოვიპოვოთ. ამჟამად ცხრა ქულა გვაქვს, რომელთაგან ექვსი ორ ძალიან რთულ მეტოქესთან მოვიპოვეთ. თუმცა, წინსვლა უნდა გავაგრძელოთ. ხვალ რთული მატჩი გველის. ორ მნიშვნელოვან საჩემპიონატო შეხვედრას შორის ეს არასასიამოვნო მგზავრობა გვიწევს, მაგრამ გამარჯვება აუცილებელია.

ვალვერდეს გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვან ფეხბურთელად მივიჩნევ. ის ფაქტი, რომ კაპიტანია, მოვლენებს სხვაგვარად გაფასებინებს. როდესაც კაპიტანი ხდები, სხვაგვარი პასუხისმგებლობა გეკისრება და განსხვავებულად უნდა იმოქმედო. ვფიქრობ, სწორედ ეს პასუხისმგებლობა უბიძგებს მას, საჭიროების შემთხვევაში მარჯვენა მცველადაც ითამაშოს.

ჩემთვის კაპიტნობა ნიშნავს, რომ გუნდისა და თანაგუნდელებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო. დარწმუნებული ვარ, ფედეს პრობლემა არ ექნება, თუ რომელიმე პოზიციაზე თამაში მოუწევს.

სიმართლე ისაა, რომ შემადგენლობა ვალვერდეს ნახევარმცველად გათვალისწინებით შეიქმნა და გუნდს ორი კარგი, განსხვავებული მარჯვენა მცველიც ჰყავს. მოსამზადებელ პერიოდში ფედე ნახევარდაცვაში თამაშობდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ნახევარმცველების დიდი არჩევანი არ გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ვალვერდეს გარკვეულ ეტაპზე კვლავ ნახევარდაცვაში ვიხილავთ.

თუ მკითხავთ, კმაყოფილი ვარ თუ არა მისით მარჯვენა მცველის პოზიციაზე, გიპასუხებთ, რომ დიახ. თუ მკითხავთ, უკეთესია თუ არა გუნდი, როდესაც ფედე მარჯვენა მცველად თამაშობს, ან რამდენად კარგად გამოსდის მას ამ ზონაში არდასთან კომბინაციები, პასუხიც დადებითი იქნება.

ნახევარდაცვაში გვყავს ბერნარდო, ჩუამენი, კამავინგა და ტიაგო — სულ ეს არის. დღეს სერხიო მარტინესიც გვყავს. ვფიქრობ, ფედე მცველად ითამაშებს, რადგან ამ პოზიციაზე მისი თამაშით ყველა კმაყოფილია, თუმცა ნახევარდაცვაშიც მოუწევს თამაში.

ვინისიუსი? ის ხვალ ითამაშებს. ბრაჰიმი და ენდრიკიც გავიწყდებათ. ამ პოზიციაზე ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი გვყავს. ჩემთვის ბევრი ფეხბურთელის ყოლა არასდროს არის პრობლემა — პრობლემა მათი ნაკლებობაა. დიომანდესა და ბრაჰიმს ორივე ფლანგზე თამაში შეუძლიათ. ენდრიკი ძირითადად მარჯვენა ფლანგზე თამაშობს, თუმცა მარცხნივაც შეუძლია მოქმედება. ამ ფეხბურთელებს შორის ვინისიუსი ის მოთამაშეა, რომელსაც მარცხენა ფლანგზე თამაში ყველაზე მეტად შეეფერება.

აეკთან მატჩი? შეხვედრა რამდენიმე მიზეზის გამო რთული იქნება. მეტოქე მოქმედი ჩემპიონია და ამ 8-მატჩიანი სერიის განმავლობაში არაერთ ჩემპიონ გუნდს დავუპირისპირდით. საბერძნეთში თამაში ტრადიციულად რთულია.

მეტოქეს ჩემპიონთა ლიგის ძალიან რთული კალენდარიც აქვს. წილისყრამ საკმაოდ მძიმე შეხვედრები არგუნა და ვფიქრობ, ყველა იმავეს ფიქრობს, რასაც მე: მათთვის ქულების მოპოვების საუკეთესო შესაძლებლობა საკუთარ მოედანზე თამაშია და ამისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.

„რეალის“ თეთრ მაისურს უდიდესი მოტივაციური ძალა აქვს. ვფიქრობ, ყველა მეტოქე, რომელიც ამ მაისურს ხედავს, განსაკუთრებულად მოტივირებულია. ჩვენთვის ეს ერთგვარი პატივია, თუმცა რეალობასაც უნდა გავუსწოროთ თვალი — რთული მატჩი გველის. გამარჯვებისთვის საუკეთესო დონეზე უნდა ვითამაშოთ. თუ ასე არ მოვიქცევით, ვერ გავიმარჯვებთ“.

შეგახსენებთ, რომ აეკისა და მადრიდის რეალის მომავალი დაპირისპირება 4 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:45-დან დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ჩუამენის ბრალია, დარტყმა არ იცის“ | რასინგის პატარა ქომაგი და რეალის მაგარი ჟესტი
    „ჩუამენის ბრალია, დარტყმა არ იცის“ | რასინგის პატარა ქომაგი და რეალის მაგარი ჟესტი