სალიას მე-6 საგოლე მოქმედება ნიუკასლში (U21) | როტერჰემს სტუმრად ამარცხებენ
EFL Trophy-ზე „ნიუკასლ იუნაიტედის'' 21-წლამდე გუნდი რანგით მე-4 ლიგის „როტერჰემს'' სტუმრად ამარცხებს. 35-ე წუთზე ვახო სალიამ კირან ტომპსონი მეკარესთან პირისპირ დატოვა, რომელმაც შანსი გამოიყენა, ანგარიში გახსნა და თანაგუნდელები დააწინაურა - 0:1.
სალიამ სასტარტო თერთმეტეულში ითამაშა, 74-ე წუთზე შეცვალეს.
მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით ვახო სალიამ 9 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 6 საგოლე მოქმედებაა: 4 გოლი და 2 საგოლე პასი.
Transfermarkt-მა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების და „ნიუკასლის“ შემტევის საბაზრო ღირებულება ოქტომბერში განაახლა. წინა შეფასების თარიღთან, 2025 წლის 17 დეკემბერთან შედარებით სალიას ღირებულება გაორმაგდა - 750 ათასი ევროდან 1.5 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

19 წლის შემტევს გასული სეზონი ტრავმის გამო გაუცდა, მიმდინარე სეზონში 21-წლამდე გუნდში გამორჩეულია, შედეგიანია და ერთხელ პრემიერ ლიგის სამატჩო განაცხადში მოხვდა.
მიმდინარეობს განახლება
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს