პირველი მატჩი სეზონში - ქვილითაიამ ბოლო ერთი წუთი ითამაშა
გიორგი ქვილითაიამ „ჰოლშტაინ კილის“ შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-6 ტურში კილელებმა საკუთარ სტადიონზე „ოსნაბრიუკი“ მიიღეს და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. 89-ე წუთზე, როდესაც გიორგი მოედანზე შევიდა სწორედ ეს ანგარიში იყო დაფიქსირებული და ბუნებრივია, ვერაფრის შეცვლა ვერ მოასწრო.
32 წლის ქართველი „ჰოლშტაინს“ გასულ ზაფხულს საფრანგეთის „მეციდან“ შეუერთდა, თუმცა საწყისი ხუთი ტურის განმავლობაში თანაგუნდელებს კუნთის ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდა. მცირე დროში გიორგი ბურთს 5-ჯერ შეეხო და მის მიერ გაკეთებული 3 პასიდან 2 ზუსტი აღმოჩნდა. იმედია, რომ ქართველი ფორვარდი მთავარი მწვრთნელის ნდობა ეტაპობრივად მოიპოვებს და გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცევა.
ცნობისათვის, ექვს ტურში დაგროვებული 4 ქულით „ჰოლშტაინ კილი“ მეორე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა. მომდევნო ტურში გიორგი ქვილითაია და მისი თანაგუნდელები 9 ოქტომბერს სტუმრად „ბრაუნშვაიგს“ შეხვდებიან.