„ნამდვილი კაცები ასე იქცევიან“ | ალი აბდელაზიზის პოსტი სოციალურ ქსელში
ჯასტინ გეიჯის მენეჯერმა, ალი აბდელაზიზმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ილია თოფურიას უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ შემდეგ ჯერზე გეიჯის ხელთათმანებს პირადად შეამოწმებს. აბდელაზიზმა ის მებრძოლები ჩამოწერა, რომლებიც გეიჯიმ დაანოკაუტა და აღნიშნა, რომ არც ერთი მათგანი მოქცეულა ისე, როგორც „ელ მატადორი“.
„მაიკლ ჯონსონი — ნოკაუტი, ჯეიმს ვიკი — ნოკაუტი, ედსონ ბარბოსა — ნოკაუტი, დონალდ სერონე — ტექნიკური ნოკაუტი, ტონი ფერგიუსონი — ტექნიკური ნოკაუტი, დასტინ პორიე — ნოკაუტი.
გასიას კავალსანტე — ტექნიკური ნოკაუტი, ბრაიან კობი — ტექნიკური ნოკაუტი, დენ ლაუზონი — ნოკაუტი, რიჩარდ პატიშნოკი — ტექნიკური ნოკაუტი, ნიკ ნიუელი — ტექნიკური ნოკაუტი, ლუის პალომინო — ტექნიკური ნოკაუტი, ლუის პალომინო — ტექნიკური ნოკაუტი, ბრაიან ფოსტერი — ტექნიკური ნოკაუტი.
ჯასტინ გეიჯიმ ეს მეომრები დაანოკაუტა და არც ერთი მათგანი თავის გამამართლებელი მიზეზებით არ მოსულა. შედეგები ისე მიიღეს, როგორც ნამდვილ კაცებს შეეფერებათ — პატივისცემა გამოიჩინეს და ცხოვრება გააგრძელეს. ნამდვილი მეომრები სწორედ ასე იქცევიან. პატივისცემა თითოეულ მათგანს“.
შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორმა“ სამედიცინო გამოკვლევები დაასრულა და ოქტაგონში დასაბრუნებლად მზად არის. ამ მომენტისთვის უცნობია, მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი მომდევნო ჩხუბს როდის გამართავს.