ჰარი კეინი, ხვიჩა კვარაცხელია, ოქროს ბურთი, ლამინ იამალი
Aa
Aa

იამალი: ოქროს ბურთი ბომბარდირმა ან ლიგის გამარჯვებულმა არ უნდა მოიგოს

ლამინ იამალმა „ოქროს ბურთის“ ხმის მიცემისას შეფასების უსამართლო კრიტერიუმებზე ისაუბრა.

„ახლა ამ ჯილდოს ცოტა სხვანაირად აფასებენ. როდესაც მესი და კრიშტიანუ იყვნენ, ყველამ იცოდა, რომ ეს მსოფლიოს ორი საუკეთესო მოთამაშე იყო, ამიტომ პრიზი ამ ორ ფეხბურთელს შორის თამაშდებოდა. ახლა პრობლემა ის არის, რომ ხალხი ითვალისწინებს ისეთ რამეებს, რასაც „ოქროს ბურთთან“ კავშირი არ უნდა ჰქონდეს.

მაგალითად, ამბობენ, რომ ის „პსჟ-ს“ მოთამაშემ უნდა მოიგოს, რადგან გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო. როცა ჩემპიონთა ლიგას იგებ, ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებისთვის პრიზს იღებს „პსჟ“, როგორც საუკეთესო გუნდი - ეს არის „პსჟ-ს“ ჯილდო. სხვა საქმეა, თუ „პსჟ-ში“ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს. მაშინ, ვფიქრობ, ჯილდო მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეს უნდა გადაეცეს და ეგ არის.

ასევე ეს ჯილდო არ უნდა გადაეცეს იმ მოთამაშეს, რომელმაც 80 გოლი გაიტანა, რადგან 80 გოლისთვის შენ სეზონის საუკეთესო ბომბარდირის პრიზს იღებ. ეს სრულიად სხვადასხვა რამეა, მაგრამ ხალხს ეს არ ესმის. მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე არის ის, ვის თამაშსაც შენ, როგორც კომენტატორი, უყურებ და სიამოვნებას იღებ. შენ მას ხედავ და ხვდები, რომ ის სხვებისგან ძალიან განსხვავდება.

როდესაც ჯილდოს ისევ ასე გამოავლენენ და მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ ნამდვილად საუკეთესოს აღიარებენ და არა მას, ვინც ყველაზე მეტი გაიტანა ან ყველაზე მეტი ტიტული მოიგო, მაშინ „ოქროს ბურთი“ კვლავ დაიბრუნებს თავის ნამდვილ ღირებულებას“,

- განაცხადა იამალმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები