„ერთა ლიგის ახალი ფორმატი ბევრ რამეს შეცვლის“ - სანიოლის პრესკონფერენცია
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მოახლოებული სანაკრებო ფანჯრის წინ „მიხეილ მესხზე'' პრესკონფერენცია გამართა.
„ერთა ლიგის ახალი ფორმატი ბევრ რამეს შეცვლის მომზადების კუთხით. მსგავსი ცვლილებები ხელს დიდ ნაკრებებს შეუწყობს, ვისაც დიდი რესურსი აქვს.
ბევრ ფეხბურთელს სხვადასზვა სახის პრობლემა აქვს. ბევრი ტრავმირებულო იყო, ზოგი ახლახანს დაბრუნდა და ჯერ მცირე სათამაშო დრო აქვთ. კიტეიშვილის სრულფასოვნად ჩანაცვლება რთულია, ჩაკვეტაძესაც აკლია თამაშები. იმედი მაქვს, ნაკრების მიმართ სიყვარულით ეს პრობლემები კომპენსირდება".
ოთო მამაგეიშვილი და ირაკლი იეგოიანი:
„ოთო მამაგეიშვილი წელიწადნახევრის წინ იყო გამოძახების კანდიდატი, შემდეგ პორტუგალიაში სირთულეებს წააწყდა, ავსტრიაში კარგად თამაშობს და გაგნიძის არყოფნაში მისთვის ადგილი გაჩნდა. მის ძმასაც ვესაუბრეთ ამის შესახებ. იმედი მაქვს, მათი გარჩევა არ გამიჭირდება. დარწმუნებული ვარ, თუ ისე იშრომებს, როგორც მისი ძმა, ნაკრებში დამკვიდრდება.
ეგოიანმა პოზიცია შეიცვალა, მაგრამ ხარისხი არ შეცვლილა, ორ სხვადასხვა პოზიციაზე აქვს გამოცდილება და უფრო უნივერაალური ფეზბურთელი გახდა. სტაბილურად ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს, ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება.
აზაროვის ტრავმა:
„გუშინ ტრავმა მიიღო და დილით სამწვრთნელო შტაბთან შეხვედრა მქონდა. ჩვენ ვფიქრობდით ნარიმანიძეზე ხარებაშვილსა და გიორბელიძეზე. ასევე შენგელიაზე, მას ამ პოზიციაზე უთამაშია.
საბოლოოდ გადაწყდა, რომ აზაროვს საბა ხარებაშვილი ჩაანაცვლებს“.
გურამ კაშია სამწვრთნელო შტაბში:
„როცა კაშო წავიდა მე ვუთხარი რომ მისთვის ნაკრების კარი ყოველთვის ღია იქნებოდა. არ ვარ დარწმუნებული კაშია მოინდომებს თუ არა ნაკრებში ან სხვაგან მთავარ მწვრთნელობას, მაგრამ ჩემი მხრიდან ხელს შევუწყობ“.
გიორგი კვერნაძეზე:
„ჩემთვის კვერნაძის თამაში მოულოდნელი არ ყოფილა, ბედნიერი ვარ მისი თანაშით. პროგრესი აქვს. „ფროზინონემ'' ის შემადგენლობა შეინარჩუნა, რომელმაც გუნდი სერია A-ში „აიყვანა''. ამ ფაქტორმა გიორგის პროგრესს ხელი შეუწყო. ვეცდებით სათამაშო დრო მივცეთ, მაგრამ ჩვენ სისტემაში ადგილი ყველასთვის არ იქნება. ჩვენ არ ვაპირებთ ოთხივე თანაშის ერთი და იგივე სისტემითა და ტაქტიკით ჩატარებას, მაგრამ ახლა ამაზე ვერ ვისაუბრებ''.
ვილი სანიოლის გაწვრთნილი საქართველოს ეროვნული ნაკრები მოახლოებული სანკრებო ფანჯრისას ერთა ლიგაზე ოთხ მატჩს გამართავს: ჩრდილოეთ ირლანდიასთან (შინ, 25 სექტემბერი), უკრაინასთან (შინ, 28 სექტემბერი), უნგრეთთან (სტუმრად, 2 ოქტომბერი), ჩრდილოეთ ირლანდიასთან (სტუმრად, 5 ოქტომბრი).
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს