„შანსი ექნება, მეექვსე მოთამაშის ჯილდო მოიგოს“ | NBA-ის ანალიტიკოსი მამუზე
NBA-ის რეპორტიორმა და ანალიტიკოსმა, იოვან ბუჰამ „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ კალათბურთელზე, სანდრო მამუკელაშვილზე ისაუბრა. ბუჰას მიხედვით, თუ გადაწყდა, რომ „მამუმ“ თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყოს, მას შანსი ექნება, წლის საუკეთესო მეექვსე მოთამაშის ჯილდო მოიგოს.
„ვფიქრობ, მამუკელაშვილს გაცილებით უკეთესი შანსი აქვს, წლის მეექვსე მოთამაშის ჯილდო მოიგოს, ვიდრე ხალხს ჰგონია. თუ გადაწყდა, რომ სანდრო სკამიდან შევიდეს, ჯილდოს მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება“.
გასულ სეზონში მამუკელაშვილი „ტორონტო რეპტორსის“ რიგებში ასპარეზობდა და წლის საუკეთესო მეექვსე მოთამაშის ჯილდოსთვის ბრძოლაში მეათე ადგილზე გავიდა. კანადურ კლუბში „მამუს“ სტატისტიკა ასეთი იყო: 11.2 ქულა, 4.9 მოხსნა, 1.9 შედეგიანი გადაცემა, 0.8 ჩაჭრა, 0.5 დაფარება.
გეტყვით იმასაც, რომ „ლეიკერსისთვის“ NBA-ის ახალი სეზონი 22 ოქტომბერს დაიწყება — ლოსანჯელესელები „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ დაუპირისპირდებიან. მანამდე მამუკელაშვილი და კომპანია წინასასეზონო მატჩებს გამართავენ, პირველი შეხვედრა კი 6 ოქტომბერს, „საკრამენტო კინგსთან“ ელოდებათ.