მაიკლ კერიკი
Aa
Aa

„წაგებას ვერ ვიტან, მაგრამ ეს სამყაროს აღსასრული არაა“ - კერიკი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი მაიკლ კერიკი აცხადებს, რომ ბოლოდროინდელი ცუდ შედეგებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, თუმცა ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანი გამოსავლის პოვნა და გაუმჯობესებაა.

„ყველაფერს პერსპექტივაში უნდა შევხედოთ. ბოლოდროინდელი სირთულეები კატასტროფა არაა. რამდენიმე თამაში წავაგეთ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მატჩში უშანსოდ ვიყავით.

ეს ჩემი პასუხისმგებლობაა, რომელსაც არსად გავურბივარ. ვინმეს დადანაშაულებას არ ვაპირებ, ხოლო [ჟურნალისტებს] თუ გსურთ, ყველაფერში მე დამადანაშაულეთ, თუმცა ჩვენ არა დამნაშავის პოვნა, არამედ გამოსავლის ძიება და გაუმჯობესება გვაინტერესებს.

ორ-სამ მატჩში არასასურველი შედეგი გვქონდა, რაც ჩემთვის ცოტა ნამდვილად არაა, იმიტომ რომ მე წაგებას ვერ ვიტან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამყაროს აღსასრული დადგა“.

ცნობისთვის, „იუნაიტედმა“ ამ სეზონში 6-დან 3 მატჩი წააგო, მათ შორის ზედიზედ ორი შეხვედრა „მანჩესტერ სიტისთან“ (პრემიერლიგა) და „ბრაიტონთან“ (ლიგის თასი).

აქვე გეტყვით, რომ მომდევნო მატჩს „წითელი ეშმაკები“ კვირას სტუმრად „ფულემს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი სტატუსი ჩემს გადაწყვეტილებებზე არ მოქმედებს“ | ჟორჟე ჟეზუსი რონალდუს გამოძახებაზე
„მისი სტატუსი ჩემს გადაწყვეტილებებზე არ მოქმედებს“ | ჟორჟე ჟეზუსი რონალდუს გამოძახებაზე