ვილი სანიოლი, გიორგი მაისურაძე
Aa
Aa

ძლიერი ხასიათი და დიდი პოტენციალი აქვს | სანიოლმა მაისურაძეზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, მოახლოებული სანაკრებო პაუზის წინ „მიხეილ მესხზე“ პრესკონფერენცია გამართა.

ფრანგ სპეციალისტს 24 წლის გიორგი მაისურაძის შესახებ ვკითხე, რომელიც გასული სეზონის მეორე ნახევარში და მიმდინარე სეზონის სტარტზე რეგულარულ სათამაშო დროს იღებს. მისი გუნდი „პოლისია“ უკრაინის ჩემპიონატის ლიდერია. სანიოლმა ის არც ივნისში გამოიძახა და არც ამჯერად შეიყვანა სიაში.

კითხვაზე, განიხილავდა თუ არა ვილი სანიოლი გიზი მამაგეიშვილის თავის პოზიციაზე დაბრუნებას და კაკაბაძის ალტერნატივად მაისურაძის გამოძახებას, მთავარი მწვრთნელისგან შემდეგი პასუხი მივიღე:

„დიდი ხანია ვაკვირდებით, დიდი პოტენციალი და კარგი თვისებები აქვს. ვფიქრობ, მისთვის უკრაინაში პირველი სეზონი ძალიან რთული იყო. გასულ წელს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატიც ძალიან რთული გამოუვიდა. ის ფაქტი, რომ დაბრუნდა და ამჟამად კარგ თამაშს აჩვენებს, იმაზეც მეტყველებს, რომ მას ძლიერი ხასიათი აქვს. სწორედ ამის დანახვა მინდა — მოთამაშის, რომელიც ისევ იწყებს პოზიტიურ დინამიკაში დაბრუნებას. როგორც უკვე ვთქვი, ეს მის ხასიათზე მიუთითებს, ალბათ მას აქვს ამის პოტენციალი. ასე რომ, ჩვენ ვაგრძელებთ მასზე დაკვირვებას და თუ ის ასე გააგრძელებს, რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან, შანსი მიეცემა. ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ სხვა ფეხბურთელები უფრო მზად არიან ნაკრებისთვის.“

ამპლუით მარჯვენა მცველი, გიორგი მაისურაძე, ბოლო პერიოდში „პოლისიაში“ რეგულარულად თამაშობს. „შახტართან“ შეცვლაზე შევიდა და 31 წუთი ითამაშა, შემდეგ „კუდრივკასთან“ და „ლივი ბერეგთან“ 90-90 წუთი გაატარა მინდორზე. ასევე, ერთი მატჩი უკრაინის თასზე „კუდრივკასთან“ ჩაატარა.

„პოლისია'' უკრაინის ჩემპიონატის ლიდერია, მაისურაძის ექვსი თანაგუნდელი უკრაინის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.

მოკლედ, ვილიმ მაისურაძე არც ამჯერად გამოიძახა. მოცემულ სიაში მარჯვენა „ვინგბექის“ პოზიციაზე ოთარ კაკაბაძისა და გიზი მამაგეიშვილის ვარიანტებია.

გიორგი მაისურაძის შესახებ ვრცელი სტატია დავწერე (იხილეთ).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იმ მომენტში ოლისე საუკეთესოდ მიმაჩნდა, ახლა იმედია ხვიჩა მოიგებს“ - სანიოლი ოქროს ბურთზე
„იმ მომენტში ოლისე საუკეთესოდ მიმაჩნდა, ახლა იმედია ხვიჩა მოიგებს“ - სანიოლი ოქროს ბურთზე