„კვარა მსოფლიოში საუკეთესოა. ოქროს ბურთი მან უნდა მოიგოს“ - კვერნაძის ინტერვიუ
„ფროზინონეს“ ქართველმა შემტევმა, გიორგი კვერნაძემ Sky Sport-ის იტალიურ ბიუროს ინტერვიუ მისცა და რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
სეზონის სტარტი
„ჩემი აზრით, როგორც გუნდმა, სეზონი კარგად დავიწყეთ და პირადად ჩემი თამაშითაც კმაყოფილი ვარ. მეტ-ნაკლებად ველოდი კიდეც ასეთ დასაწყისს, თუმცა შეიძლება არა ასე კარგს, მაგრამ შეკრებაზე სწორედ ამისთვის ვმუშაობდით“.
საქართველოს ნაკრებში გამოძახებაზე
„კომოსთან“ მატჩის შემდეგ, ნაკრებში კვარაცხელიასთან ერთად გავემგზავრები, რომელიც ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა. ოქროს ბურთი? ჩემი აზრით, ის მან უნდა მოიგოს. ვიმედოვნებთ, რომ ერთა ლიგაზე, რომელსაც მალე დავიწყებთ, კარგად გამოვალთ“.
„კომოსთან“ მატჩზე.
„კომო“ კარგი გუნდია, მაგრამ ვიდეო-ოთახში მეტოქის გარჩევა ჯერ არ გაგვიკეთებია“.
რას უნდა ელოდოს თქვენგან „ფროზინონე“?
„როდესაც აქ თამაშობ, თავს ისე გრძნობ, როგორც სახლში. ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ სერია A-ში დარჩენას, რაც "ფროზინონეს" აქამდე არასდროს გამოსვლია. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“.
ალვინის შესახებ
„ის გვაძლევს იდენტობას, ძლიერი მწვრთნელია და მასთან ერთად გასულ წელს სერია B მოვიგეთ. შედეგები ყველაფერზე მეტყველებს“.
რას ელით შემდეგი თამაშისგან?
„თითოეულ თამაშზე მოსაგებად და სამი ქულის ასაღებად გავდივართ, და არა ფრისთვის ან წასაგებად. იქნება ეს „კომო“ თუ „მილანი“, ჩვენთვის არაფერი იცვლება. სერია A-ში ყველა გუნდი ძლიერია“.
სად წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი მომავალში?
„ამჟამად ვფიქრობ მხოლოდ „ფროზინონეში“ დარჩენასა და კლუბთან ერთად სერია A-ში ადგილის შენარჩუნებაზე, ასევე ეროვნულ ნაკრებში წარმატების მიღწევაზე. მერე კი ვნახოთ, რა იქნება“.
სერია A-ში, 4 ტურის შემდეგ გიორგი კვერნაძეს 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს. ასევე, ქართველმა ფეხბურთელმა თავი იტალიის თასზეც გამოიჩინა, სადაც „იუვე სტაბიას“ დუბლი შეუსრულა.
„ფროზინონე“ 4 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 7 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 20 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „კომოს“ წინააღმდეგ გამართავს.