გიორგი კვერნაძე, ფროზინონე
Aa
Aa

„ჩოჩარელი კვარა“, რომელიც დღითიდღე მომაკვდინებელი ხდება“ - იტალიური მედია კვერნაძეს აფასებს

გუშინ, სერია A-ს მე-4 ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ სტუმრად „ჯენოას“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა. ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეხვედრის დასრულების მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

გიორგი კვერნაძემ მე-14 წუთზე თავისი გუნდი დააწინაურა და ამის გარდა, მთელი მატჩის განმავლობაში ორივე გუნდის შემადგენლობაში გამორჩეული იყო. მეორე ნახევარში ქართველ შემტევს მეორე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა „ჯენოას“ მეკარემ აჯობა.

მატჩის დასრულების შემდეგ იტალიურმა მედიამ ქართველი ფეხბურთელის თამაში შეაფასა და საქებარი სიტყვებიც არ დაიშურა.

რას წერენ სააგენტოები:

Eurosport.it – 7 ქულა: მან შეძლო ფროზინონე-ვენეციის მატჩში გატანილი ბოლო გოლის წარმატების გაგრძელება კიდევ ერთი გოლით, რომელმაც გუნდს ერთი ქულა მოუტანა.

Fantacalcio – 7 ქულა: მე-14 წუთზე ცივსისხლიანად იმოქმედა: ერთი შეხებით ჩამოიტოვა მარკანდალი და გოლი გაიტანა. ეს იყო ზედიზედ მეორე გოლი „ვენეციასთან“ გატანილი ბურთის შემდეგ. მეორე ტაიმშიც სახიფათო იყო, მაგრამ ბილოუმ მისი დარტყმული მოიგერია.

Tuttosport – 7 ქულა: „ფროზინონეს“ დაწინაურების ეპიზოდში საჯარიმოში შესანიშნავად შეიჭრა (ჩაერთო). სხვა მხრივაც დამაჯერებელი მატჩი ჩაატარა.

Tuttomercatoweb – 7.5 ქულა: „ჩოჩარელი კვარა“ (ჩოჩარია არის რეგიონი, სადაც ფროზინონე მდებარეობს) კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ალვინის გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა. მარცხენა ფლანგზე ის მუდმივად ქმნის საფრთხეს და როდესაც საჯარიმოში შედის, შეუძლია მომაკვდინებელი იყოს, როგორც გოლის ეპიზოდში.

სერია A-ში, 4 ტურის შემდეგ გიორგი კვერნაძეს 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს. ასევე, ქართველმა ფეხბურთელმა თავი იტალიის თასზეც გამოიჩინა, სადაც იუვე სტაბიას დუბლი შეუსრულა.

„ფროზინონე“ 4 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 7 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 20 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „კომოს“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს | ფროზინონეს მწვრთნელი კვერნაძეზე
განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს | ფროზინონეს მწვრთნელი კვერნაძეზე