გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს | ფროზინონეს მწვრთნელი კვერნაძეზე

იტალიური „ფროზინონეს“ ქართველი შემტევი, გიორგი კვერნაძე ბრწყინვალე ფორმაშია. სეზონის სტარტზე მან იტალიის თასზე „იუვე სტაბიას“ 2 გოლი გაუტანა და ამავე მატჩში მის ანგარიშზე საგოლე პასიც იყო. ამის შემდეგ იტალიის ჩემპიონატი დაიწყო და სერია A-ს ზედიზედ მესამე მატჩში საგოლე მოქმედება შეასრულა: „ფიორენტინასთან“ გაკეთებული საგოლე პასის შემდეგ, „ვენეციასა“ და „ჯენოას“ გაუტანა. როგორც „ვენეციასთან“, ისე „ჯენოასთან“, კვერნაძის გოლები გამარჯვების აღმოჩნდა.

23 წლის ქართველი გარემარბი „ჯენოასთან“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. თამაშის შემდეგ „ფროზინონეს“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალვინიმ ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა:

„მას განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს. სამწვრთნელო შტაბი მასთან მნიშვნელოვან სამუშაოს ეწევა. მომატების დიდი რესურსი აქვს, თუმცა კომპლიმენტები მთელ გუნდს უნდა ვუთხრა. კალვანიმ არაჩვეულებრივი მატჩი ჩაატარა პერსონალურ მეურვეობაში, ორთაბრძოლებსა და ერთ-ერთზე თამაშისას. ეს არის ის გზა, რომელიც თამაშის ხარისხის გასაუმჯობესებლად უნდა გავიაროთ.“

2023 წლის ზაფხულიდან კვერნაძე „ფროზინონეს“ ფეხბურთელია. Transfermarkt-ის მონაცემებით, ყველა ტურნირის ჩათვლით მან იტალიურ კლუბში 85 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი შეასრულა. ამჟამად, მისი სატრანსფერო ღირებულება 4 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ენრიკე: როტაცია ყველა რგოლში იქნება, ასეთია თანამედროვე ფეხბურთი
ენრიკე: როტაცია ყველა რგოლში იქნება, ასეთია თანამედროვე ფეხბურთი