ანდრია ბართიშვილი
Aa
Aa

წინასწარ კონტრაქტზე შევთანხმდით | არსენალის ოფიციალური განცხადება ბართიშვილზე

ლონდონის „არსენალის'' აკადემიამ ანდრია ბართიშვილთან მიღწეული შეთანხმება დაადასტურა.

„კეთილი იყოს შენი მობრძანება „არსენალში“, ანდრია!

მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ 2027 წლის ივლისში ქართველი თავდამსხმელის, ანდრია ბართიშვილის დასამატებლად წინასწარ კონტრაქტზე შევთანხმდით.

„არსენალში“ ყველა მოუთმენლად ელის მომავალ ზაფხულს ანდრიას მოსვლას და წარმატებებს უსურვებს მას „იბერია 1999“-ში მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილში.

გარიგება მარეგულირებელი პროცედურების დასრულებას ექვემდებარება'' - ვკითხულობთ „არსენალის'' აკადემიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

„არსენალში“ გადასვლამდე, ბართიშვილი რომელიც „კოლხეთი 1913“-ის საკუთრებაა და იჯარით „იბერია 1999-ში“ თამაშობს, სავარაუდოდ სწორედ თბილისურ კლუბში ითამაშებს, რომელიც კონფერენს ლიგაზე გავიდა და ლიგის ფაზაზე ასპარეზობს. კონფერენს ლიგაზე „იბერია 1999“ „ცრვენა ზვეზდას“ (შინ), „კოპენჰაგენის“ (სტუმრად), „ხეტაფეს“ (შინ), „სენტ ტრუიდენის“ (სტუმრად), „მიალბის“ (შინ) და „იაბლონეცის“ (სტუმრად) წინააღმდეგ ითამაშებს.

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ გავლენიან ბრიტანულ გამოცემა Football.London-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც სვანაძემ 17 წლის ბართიშვილზე ისაუბრა (ვრცლად).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია“ - ლუის ენრიკეს კომენტარი
„კვარას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია“ - ლუის ენრიკეს კომენტარი