ბათუმი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს - ცნობილია პირველი მეტოქე
Aa
Aa

ბათუმი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს - ცნობილია პირველი მეტოქე

 საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „ბათუმი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება და პირველ შეხვედრას 16 სექტემბერს გამართავს. საკვალიფიკაციო ტურნირი ბულგარეთში ჩატარდება, სადაც გუნდები პირდაპირ მეოთხედფინალური ეტაპიდან ჩაერთვებიან ბრძოლაში.

„ბათუმის“ პირველი მეტოქე შვეიცარიული „ფრიბურგი“ იქნება. მატჩი თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება.

საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატის მიხედვით, ტურნირის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლებას მოიპოვებს. დანარჩენი შვიდი გუნდი კი სეზონს ფიბა-ევროპის თასზე გააგრძელებს.

„ბათუმს“ ახალ სეზონში ბუბა ბერიშვილი უხელმძღვანელებს. ქართველმა სპეციალისტმა გუნდი შემდეგი შემადგენლობით დააკომპლექტა:

გიორგი ოჩხიკიძე, დავით ლომიძე, ნიკოლოზ ოჩხიკიძე, საბა სალაძე, ვაკო წულეისკირი, ვალდი ზეფირი, ლევან ბაბილოძე, კარსონ ბაშამი, დიანისი გრიგორიანი, ლარი ჰოეული.

„ბათუმისთვის“ ეს ევროპულ ასპარეზზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა — საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე მოხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორი ქართველი ერთ გუნდში? | ლეიკერსს გოგას დამატებას ურჩევენ
ორი ქართველი ერთ გუნდში? | ლეიკერსს გოგას დამატებას ურჩევენ