გიორგი ოჩხიკიძე
Aa
Aa

პირველი ბარიერი დაძლეულია - ბათუმისთვის ჩემპიონთა ლიგა გრძელდება

საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ ფიბას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა წარმატებულად დაიწყო. პირველ რაუნდში ბუბა ბერიშვილის მომზადებულმა კალათბურთელებმა ბულგარეთის ქალაქ სამოკოვოში შვეიცარიის „ფრაიბურგი“ დაძაბულ ბრძოლაში ერთქულიანი სხვაობით, 86:85 დაამარცხეს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს. ბათუმელები მთელი მატჩის მანძილზე დიდ უპირატესობას ფლობდნენ და შვეიცარიელებმა ბოლოსკენ გაათანაბრეს, თუმცა ზღვისპირელებმა ძალები მოიკრიბეს და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეს.

საქართველოს ჩემპიონის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი 23 წუთში დაგროვებული 18 ქულით ვალდი ზეფირი იყო. ორმაგი დუბლი კი ბათუმელთა ერთბაშად ორმა კალათბურთელმა დააგროვა - გიორგი ოჩხიკიძემ 34 წუთში 17 ქულასთან ერთად, 10 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი, ხოლო კარსონ ბაშამის აქტივში 27 წუთში 16 ქულა და 12 მოხსნა იყო. მთლიანობაში გეტყვით, რომ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელმა შვეიცარიელებთან დაპირისპირებაში 48-დან 22 ორქულიანი, 16-დან 8 სამქულიანი და 28-დან 18 საჯარიმო ჩააგდო.

ცნობისათვის, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას „ბათუმი“ 18 სექტემბერს ჩაატარებს და მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ოცდამეერთე საუკუნეში პირველად, საქართველოს ევროტურნირებზე ორი კლუბი წარადგენს და ბათუმელების გარდა სულ მალე საერთაშორისო შეჯიბრებაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი ჩაერთვება, რომელიც ევროპის ჩრდილოეთ ლიგაში იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩავედი და ერთ კვირაში ომი დაიწყო“ - კოკოშკოვმა საქართველოში გატარებული დრო გაიხსენა
„ჩავედი და ერთ კვირაში ომი დაიწყო“ - კოკოშკოვმა საქართველოში გატარებული დრო გაიხსენა