გიორგი მამარდაშვილი, ომარ მარმუში
Aa
Aa

„დაუჯერებელი სეივი შეასრულა“ | მარმუშმა მამარდაშვილი შეაქო

გიორგი მამარდაშვილმა ინგლისის ლიგის თასზე, „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. „ლივერპულმა“ „დეზები“ 3:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა, რაშიც ქართველმა მეკარემ დიდი წვლილი შეიტანა.

86-ე წუთზე „მამარდამ“ ურთულესი ბურთი მოიგერია. ომარ მარმუში მერსისაიდელთა საჯარიმოში შეიჭრა და კარისკენ დაარტყა. რიკოშეტის შემდეგ ბურთი კარში მიდიოდა, გიორგიმ კი ხელი დატოვა და „ლივერპული“ აშკარა გოლს გადაარჩინა. ამ მომენტმა დიდი ყურადღება მიიპყრო და „მამარდა“ მარმუშმაც გამოარჩია.

„მან დაუჯერებელი სეივი შეასრულა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ყველა ხედავს, რომ მეტოქის კართან ძალიან ხშირად მივდივართ. ხარისხი გვაქვს — მათ შორის იმ ფეხბურთელებისგანაც, რომლებიც სათადარიგოთა სკამიდან შემოდიან, რათა ბოლო ბიძგი მოგვცენ. როდესაც მცირე დეტალების მოგვარება დასრულდება, ყველაფერი კარგად იქნება“.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილის მოგერიება „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდონი ირაოლამაც გამოარჩია. მან აღნიშნა, რომ გიორგიმ მატჩის გადამწყვეტ მომენტში ბრწყინვალე სეივი შეასრულა. ირაოლა ქართველი მეკარის გამო ბედნიერია და იმედი აქვს, რომ მის განკარგულებაში რაც შეიძლება ბევრი ფეხბურთელი დარჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ინტერთან კარგად შემოვიდა“ | რუნიაიჩმა ჩაკვეტაძეზე ისაუბრა
„ინტერთან კარგად შემოვიდა“ | რუნიაიჩმა ჩაკვეტაძეზე ისაუბრა