ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე
Aa
Aa

„განსაკუთრებული სეზონი ჰქონდა, ოქროს ბურთს იმსახურებს“ | დემბელემ კვარა შეაქო

უსმან დემბელემ და ხვიჩა კვარაცხელიამ Ligue 1+-ს ინტერვიუ მისცეს. „პარი სენ-ჟერმენის“ ფრანგ სუპერვარსკვლავს ჰკითხეს, ქართველ თანაგუნდელზე რას ფიქრობდა და დემბელემ „კვარას“ მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„ბედნიერი ვიქნები, ოქროს ბურთს თუ მოიგებს, რადგან ამას ისიც იმსახურებს. განსაკუთრებული სეზონი ჰქონდა და დიახ, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, ოქროს ბურთის მოგებას სწორედ ამიტომ იმსახურებს“.

„ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალი ლონდონში, 26 ოქტომბერს გაიმართება და პრესტიჟული ჯილდოს გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვევა. უცხოური გამოცემები მთავარ ფავორიტად ჰარი კეინს ასახელებენ, მეორე ადგილზე კი ლამინ იამალი იმყოფება.

ავტორიტეტული გამოცემის, Goal-ის „ოქროს ბურთის“ რეიტინგში კვარაცხელია მეცხრე ადგილს იკავებს და ერლინგ ჰოლანდს, უსმან დემბელეს, როდრის, კილიან მბაპეს, მაიკლ ოლისეს, ლიონელ მესის, ლამინ იამალსა და ჰარი კეინს ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნამდვილი კაცები ასე იქცევიან“ | ალი აბდელაზიზის პოსტი სოციალურ ქსელში
„ნამდვილი კაცები ასე იქცევიან“ | ალი აბდელაზიზის პოსტი სოციალურ ქსელში