ინტერესთა კონფლიქტი - ნასერ ალ-ხელაიფის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
პარიზის პროკურატურამ „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტის, ნასერ ალ-ხელაიფიმ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო - პარიზული კლუბის ხელმძღვანელი პირად ინტერესებში სამსახურებრივი უფლებამოსილების უკანონო გამოყენებაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ გამოცემა L’Équipe-ი წერს.
გამოძიება უკავშირდება 2024 წლის ზაფხულში საფრანგეთის ჩემპიონატის გაშუქების სატელევიზიო უფლებების განაწილებას. მაშინ ალ-ხელაიფი ერთდროულად პსჟ-ის პრეზიდენტის, beIN Media Group-ის ხელმძღვანელისა და საფრანგეთის პროფესიული საფეხბურთო ლიგის (LFP) დირექტორთა საბჭოს წევრის თანამდებობებს იკავებდა.
გამოძიების მიზანია, დადგინდეს, ცდილობდა თუ არა ალ-ხელაიფი LFP-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედებას, რათა მატჩების ტრანსლირების უფლება მის კომპანია beIN Sports-ს მიეღო. გამოძიების წარმოება საფრანგეთის ფინანსურ ანტიკორუფციულ ბრიგადას დაევალა. საგამოძიების დაწყების მიზეზი კი არასამთავრობო ორგანიზაცია Anticor-ის მიმართვა გახდა.
ცნობისთვის, 2024 წელს LFP-მ ტრანსლირების უფლებები DAZN-სა და beIN Sports-ს მიჰყიდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ DAZN-თან თანამშრომლობა შეწყდა.
ალ-ხელაიფის ადვოკატები ბრალდებებს კატეგორიულად არ ეთანხმებიან და არასამთავრობო ორგანიზაცია Anticor-ის მიმართვას აბსურდულს უწოდებენ.