კიოლნი ჰამბურგთან დამარცხდა | ლოჩოშვილი ამ სეზონში ყვითელი ბარათის გარეშეა
გერმანიის ბუნდესლიგის მე-4 ტურში „ჰამბურგმა’’ შინ რენე ვაგნერის გაწვრთნილ „კიოლნს’’ 2:1 მოუგო. ამ სეზონში „თხებმა’’ 4-დან 2 მატჩი დათმეს, ორივე გასვლითი იყო, მეორე ტურში - „შტუტგარტთან’’ (4:1) და დღეს - „დინოზავრთან’’. რაც შეეხება საშინაო მატჩებს, „ჰოფენჰაიმს'' მოუგო (3:2) და „ვერდერთან'' ფრედ 1:1 ითამაშა.
ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა, რომელიც გასულ ზაფხულში „კიოლნმა’’ ხუთ მილიონ ევროდ „ნიურნბერგიდან’’ შეიძინა, ოთხივე მატჩში სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, გერმანიის თასზე „ვიურცბურგერ კიკერსთანაც’’ სასტარტოში იყო. მოკლედ, „თხებში’’ რეგულარულად თამაშობს.
რაც შეეხება „ჰამბურგთან’’ გაშვებულ გოლებს, პირველ გოლში ლუკას ვერ დავადანაშაულებთ, მეორე გოლისას მარჯვენა ფლანგი „ჩავარდა’’, ლუკა დაზღვევაზე თამაშს ცდილობდა, თუმცა სისწრაფე დააკლდა.
საინტერესოა, რომ ლუკას ამ სეზონში ყვითელი ბარათი არ მიუღია, რაც პოზიტიური ფაქტია. შედარებისთვის, გასულ სეზონში ბუნდესლიგა 2-ში „ნიურნბერგში’’ 33 მატჩი ჩაატარა და 7 ყვითელი ბარათი მიიღო. გასულ სეზონში მხოლოდ 1 მატჩი გამოტოვა, დაგროვებული ყვითელი ბარათების გამო. ამ სეზონში განსხვავებული ვითარებაა, ხუთი მატჩი ჩაატარა და ყვითელი ბარათი ჯერ არ მიუღია.