ჯანი ინფანტინო, ნასერ ალ-ხელაიფი
Aa
Aa

ალ-ხელაიფი ინფანტინოს კონკურენტად? | უეფაში სურთ, მან კენჭი იყაროს

უეფას ხელმძღვანელებს სურთ, „პარი სენ-ჟერმენის“ პირველი პირი, ნასერ ალ-ხელაიფი ფიფას პრეზიდენტის პოსტისთვის ჯანი ინფანტინოს კონკურენტი გახდეს. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა, The Telegraph-ი ავრცელებს.

ალ-ხელაიფის კანდიდატურის მხარდამჭერებს მიაჩნიათ, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელს მომავალ წელს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებზე ინფანტინოს დამარცხების ყველაზე დიდი შანსი აქვს. 52 წლის კატარელის ამ თანამდებობაზე ხილვის სურვილის შესახებ Politico-ც წერს.

უეფას წარმომადგენლების მიერ ფიფას ხელმძღვანელობაში ცვლილებების სურვილის ერთ-ერთი მიზეზი ინფანტინოს გეგმებია, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის უფლებების ნაწილის გარე ინვესტორებისთვის მიყიდვას ითვალისწინებს. უეფას ერთ-ერთმა მაღალი რანგის მოღვაწემ განაცხადა, რომ შვეიცარიელის მეტოქედ „დონალდ ტრამპის ან ბენიამინ ნეთანიაჰუს გარდა ნებისმიერს დაუჭერდა მხარს“.

ნასერ ალ-ხელაიფის საკუთარი კანდიდატურის წამოყენება არ სურს. მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ალ-ხელაიფის არც ამბიცია, არც სურვილი და არც ინტერესი არ აქვს, რომ ფიფას პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უკვე ესპანეთშია | ხეტაფე ქოჩორაშვილის ტრანსფერს მალე გამოაცხადებს
უკვე ესპანეთშია | ხეტაფე ქოჩორაშვილის ტრანსფერს მალე გამოაცხადებს