პსჟ, მარსელი, ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე
Aa
Aa

ფრანგული მედია: “მარსელთან კვარაცხელიამ და დემბელემ უნდა გაიბრწყინონ“

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ ჟერმენი მარსელს დაუპირისპირდება.

მატჩის წინ, ფრანგული გამოცემა Canal-supporters 5 მიზეზს ასახელებს, რის გამოც პსჟ-მ მარსელი უნდა გაანადგუროს.

ერთ-ერთი მიზეზი ხვიჩა კვარაცხელია და უსმან დემბელე არიან.

Cannal-supporters:

„„ველოდრომზე“ გამართული „კლასიკი“ ყოველთვის განსაკუთრებული და დიდი ყურადღების ცენტრში მოქცეული მატჩია. „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე უსმან დემბელესა და ხვიჩა კვარაცხელიას საკუთარი შესაძლებლობების კიდევ ერთხელ წარმოჩენის შესანიშნავი შესაძლებლობა ექნებათ.

დემბელეს კი „მარსელის“ წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებით კარგად გამოსდის. 2023 წლის ზაფხულში „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლის შემდეგ ფრანგმა ყველა „კლასიკი“ მოიგო, რომელშიც მონაწილეობა მიიღო — ექვს მატჩში მან ოთხი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

იგივე შეიძლება ითქვას კვარაცხელიაზეც, რომელსაც „მარსელის“ წინააღმდეგ ასევე იდეალური სტატისტიკა აქვს: ოთხი მატჩი, ოთხი გამარჯვება და ერთი გოლი.

შესაბამისად, თუ რომელიმე მათგანი „ველოდრომზე“ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებამდე რამდენიმე კვირით ადრე ბრწყინვალე თამაშს ჩაატარებს და საკუთარ კანდიდატურას კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს, პარიზში ამით ნამდვილად არავინ იქნება უკმაყოფილო.“

შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის კანდიდატებში ხვიჩა კვარაცხელია და უსმან დემბელე არიან. ფრანგულმა გრანდმა სწორედ ამ ორ ფეხბურთელს დაუჭირა მხარი.

ცნობისთვის, მარსელისა და პარი სენ ჟერმენის დაპირისპირება 20 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გულიტი: “ოქროს ბურთზე სამი ფავორიტი მყავს“
გულიტი: “ოქროს ბურთზე სამი ფავორიტი მყავს“