გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

უკვე ესპანეთშია | ხეტაფე ქოჩორაშვილის ტრანსფერს მალე გამოაცხადებს

გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას „ხეტაფეში“ გააგრძელებს. ესპანური პრესის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი „სპორტინგს“ იჯარის წესით დატოვებს და „ხეტაფეს“ მისი ხელშეკრულების გამოსყიდვის უფლება ექნება.

Marca-ს მიხედვით, ქოჩორაშვილი უკვე ესპანეთში იმყოფება. ის „ხეტაფეს“ საწვრთნელ ბაზაზე მივიდა და ახალ თანაგუნდელებს შეხვდა. მისი კონტრაქტის გამოსყიდვა „ხეტაფეს“ 5 მილიონ ევროდ შეეძლება და ოფიციალური განცხადება უახლოეს საათებში გავრცელდება.

„ხეტაფეს“ გარდა, ქოჩორაშვილის გადაბირებით „ლევანტე“, „ჟირონა“, „სელტა“ და „კასტელონი“ ინტერესდებოდნენ. გიორგი „ოლიმპიაკოსის“ რადარზეც იყო, მაგრამ „ხეტაფემ“ ყველა კონკურენტს აჯობა.

ცნობისთვის, „ხეტაფემ“ ლა ლიგის გასული სეზონი მეშვიდე პოზიციაზე დაასრულა და კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ხოსე ბორდალასია და მათთვის სეზონი 15 აგვისტოს, „ალავესთან“ მატჩით იხსნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას 3 მოგერიება და მშრალი მატჩი - ლივერპულმა რექსემს მოუგო
მამარდას 3 მოგერიება და მშრალი მატჩი - ლივერპულმა რექსემს მოუგო