მამარდას 3 მოგერიება და მშრალი მატჩი - ლივერპულმა რექსემს მოუგო
ამერიკულ ტურნეში მყოფმა „ლივერპულმა“ ნიუ-იორკში, „იანკი სთედიუმზე“ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და „რექსემს“ მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოუგო.
ანდონი ირაოლას გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც 75 წუთი ითამაშა, რის შემდეგაც ადგილი მოედანზე ჰარვი დევისს დაუთმო.
მამარდაშვილს 3 მოგერიება, 18-დან 12 ზუსტი პასი (67%), 9-დან 3 ზუსტი გრძელი პასი (33%) და 28 შეხება ბურთთან ჰქონდა. Sofascore-მა მისი თამაში 7.6 ქულით შეაფასა.
მამარდაშვილის გამორჩეული მომენტები
ამერიკული ტურნეს პირველ მატჩში მერსისაიდელებმა „სანდერლენდს“ 4:2 მოუგეს, 2 აგვისტოს კი ჩიკაგოში „ლიდსს“ დაუპირისპირდებიან.