ლუკა გუგეშაშვილი
Aa
Aa

ოფიციალურად - გუგეშაშვილი კარიერას თურქეთში გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი კარიერას თურქეთში, „გიოზთეფეში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ამის შესახებ თურქული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„მივაღწიეთ შეთანხმებას ლუკა გუგეშაშვილთან და მის ყოფილ კლუბ „პაოკთან“. ქართველი მეკარე ჩვენს კლუბს ერთწლიანი იჯარის წესით შეუერთდება“, - აღნიშნულია „გიოზთეფეს“ განცხადებაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი წლის შემდეგ თურქულ კლუბს გუგეშაშვილის გამოსყიდვის უფლება ექნება.

ცნობისთვის, გუგეშაშვილი „პაოკში“ „პანსერაიკოსიდან“ გასული წლის ზაფხულში გადავიდა. „არწივებმა“ მასში მილიონი ევრო გადაიხადეს, თუმცა მიმდინარე წლის თებერვალში ლუკა იჯარით „ატრომიტოსში“ გაუშვეს. „პაოკთან“ გუგეშაშვილის კონტრაქტი 2028 წლამდეა გათვლილი.

აქვე გეტყვით, რომ „გიოზთეფემ“ თურქული სუპერლიგის გასული სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულა და კონფერენს ლიგაზე გასულ „ბაშაქშეჰირს“ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპორტინგი ლევანტეს კიდევ მილიონს გადაუხდის - ბოლო ცნობები ქოჩორაშვილზე
სპორტინგი ლევანტეს კიდევ მილიონს გადაუხდის - ბოლო ცნობები ქოჩორაშვილზე