ლუკა გაგნიძე
Aa
Aa

„ლუკასთვის ადგილი აღარ არის“ - გაგნიძე მოსკოვის დინამოს მეორე გუნდში გადაიყვანეს

23 წლის ქართველი ფეხბურთელი, ლუკა გაგნიძე მოსკოვის „დინამომ“ მეორე გუნდში სავარჯიშოდ გადაიყვანა. კლუბის გენერალური დირექტორის, პაველ პივოვაოვის განცხადებით, ამ დროისთვის მთავარ გუნდში გაგნიძის ადგილი არ მოიძებნება.

„გაგნიძის პოზიციაზე ბევრი მოთამაშე გვყავს. ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავდა, რის გამოც ნახევარმცველების რაოდენობა დაგვიგროვდა. ახლა ბევრი მათგანი გამოჯანმრთელდა, ამიტომ ლუკასთვის თავის პოზიციაზე ადგილი აღარ არის. გაგნიძეს, როგორც მაღალი ხარისხის მოთამაშეს, შეუძლია თავისი ადგილი სხვა კლუბში იპოვოს. ამჟამად ის მეორე გუნდთან ერთად ვარჯიშობს,“ - ამბობს პივოვაროვი.

ლუკა გაგნიძემ გასული სეზონი ესპანურ „გრანადაში“ იჯარის წესით გაატარა და რუსულ კლუბში სეზონის დასრულების შემდეგ დაბრუნდა. ქართველ ფეხბურთელს „დინამოსთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მთავარი სამიზნე ვინისიუსია, კვარა კი... - მედია არსენალის სატრანსფერო გეგმებზე
მთავარი სამიზნე ვინისიუსია, კვარა კი... - მედია არსენალის სატრანსფერო გეგმებზე