ხვიჩა კვარაცხელია, ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

მთავარი სამიზნე ვინისიუსია, კვარა კი... - მედია არსენალის სატრანსფერო გეგმებზე

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ლონდონის „არსენალისთვის“ მთავარი სამიზნე ვინისიუს ჟუნიორი იქნება. რამდენიმე ავტორიტეტული გამოცემის ინფორმაციით, მეთოფეები რეალისთვის ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებენ, რომელსაც უახლოეს დღეებში წარადგენენ. ასევე, ესპანურ პრესაში იწერება, რომ „სამეფო კლუბი“ ბრაზილიელი შემტევის სანაცვლოდ 160 მილიონ ევროს მოითხოვს.

პარალელურად, რამდენიმე სატრანსფერო ინსაიდერი, მათ შორის Team news-ისა და Tix-ი წერენ, რომ თუ „მეთოფეები“ „რეალთან“ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მეორე ვარიანტად პსჟ-დან ხვიჩა კვარაცხელიას და „ბაიერნიდან“ ჯამალ მუსიალას ტრანსფერს მოიაზრებენ.

„იანვრიდან მოყოლებული ვიცი „არსენალის“ ინტერესის შესახებ ვინისიუს ჟუნიორის მიმართ. ჯერ კიდევ იანვარში, „არსენალი“ ეძებდა საუკეთესოთა შორის საუკეთესოს. ამ ყაიდის მოთამაშეს. სამი ფეხბურთელი, ვის შესახებაც მსმენია, იყვნენ ხვიჩა კვარაცხელია, ჯამალ მუსიალა და ვინისიუსი“.

„ეს უბრალოდ ინტერესზე მეტია, ამ საკითხზე მუშაობა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. ჩვენ ვესაუბრეთ Roc Nation-ს. აქვს თუ არა მას გადმოსვლის სურვილი? ვინ იცის, მაგრამ მეეჭვება, „არსენალს“ ამ ინფორმაციის გავრცელება დაეშვა, რაღაც საფუძველი რომ არ ყოფილიყო“.

„ვფიქრობ, „არსენალს“ იმაზე დიდი შანსი აქვს, ვიდრე ხალხს ჰგონია. მადრიდის „რეალი“ არ აპირებს კონტრაქტის პირობების გაუმჯობესებას და ეს მხოლოდ ფინანსური მანიპულაციისთვის რომ კეთდებოდეს, „არსენალი“ ბოლო კლუბი იქნებოდა, რომელსაც ამ მიზნით გამოიყენებდი. ამისთვის გამოიყენებდი „მანჩესტერ სიტის“, პსჟ-ს ან თუნდაც მიუნხენის „ბაიერნს“, - წერს Team News-ის გვერდი.

პრესაში იწერება, რომ სამეფო კლუბი ბრაზილიელი ფეხბურთელების წარმომადგენლებთან დამატებით მოლაპარაკებებს გამართავს იმ იმედით, რომ მხარეები ახალ, გრძელვადიან კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწევენ. ამის გამო, არსენალში არსებობს შიში, რომ ვინისიუსი მედიას იყენებს, რათა მადრიდულ კლუბში უკეთესი კონტრაქტი მიიღოს.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველი შემტევის „არსენალში“ ტრანსფერი პრაქტიკულად, გამორიცხულია, რადგან პარიზული გუნდის ხელმძღვანელები მის გაყიდვას განიხილავენ. პარიზის დატოვებით არც თავად ხვიჩა კვარაცხელია არის დაინტერესებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დროის გაყვანის პრევენციისთვის - პრემიერ ლიგა ახალ წესის დანერგვას აპირებს
დროის გაყვანის პრევენციისთვის - პრემიერ ლიგა ახალ წესის დანერგვას აპირებს