მარცხი პირველივე რაუნდში - ჭიკაძემ ბრიტოსთან ნოკაუტით წააგო
ქვემსუბუქი წონის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე UFC 331-ზე ბრაზილიელ ჟოანდერსონ ბრიტოსთან დამარცხდა.
გიგამ ბრძოლა აქტიურად დაიწყო, თუმცა ერთ-ერთ ეპიზოდში ფეხი დაუცდა, რითაც ბრიტომ ისარგებლა და ბრძოლა პარტერში გაგრძელდა, სადაც ბრაზილიელმა ნოკაუტით პირველივე რაუნდში მოიგო.
ეს მარცხი ჭიკაძისთვის ზედიზედ მეოთხეა. 38 წლის ქართველი მებრძოლის ანგარიშზე სულ შერეულ ორთაბრძოლებში 15 მოგება და 7 მარცხია.