ზურიკო დავითაშვილი, გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

აბუაშვილი დავითაშვილის წინააღმდეგ | ფრე სენტ-ეტიენისა და მეცის მატჩში

ლიგა 2-ის მეშვიდე ტურში ქართველი შემტევების, გიორგი აბუაშვილისა და ზურიკო დავითაშვილის გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

აბუაშვილი „მეცის“ ძირითადში იყო და 90 წუთი ითამაშა. მწვრთნელმა აბუაშვილი შეტევის მარჯვენა ფლანგზე გაამწესა, სადაც ქართველმა გარემარბმა რამდენჯერმე გაამწვავა თამაში. Sofascore-მა აბუაშვილის თამაში 6.3 ქულით შეაფასა, მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 36 შეხება ბურთთან, 1 საკვანძო პასი, 2 დარტყმა, 1 დარტყმა კარში, 21-დან 19 ზუსტი პასი (90%), 3-დან 1 ზუსტი გრძელი პასი და 3-დან 1 მოგებული ორთაბრძოლა.

აბუაშვილის გამორჩეული მომენტები

 

რაც შეეხება ზურიკოს, მან მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და 58-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე, რის შემდეგაც „სენტ-ეტიენის“ შეტევები გაცილებით უფრო სახიფათო გახდა და ერთი საგოლე მომენტი დავითაშვილსაც შეექმნა, თუმცა მისი დარტყმა მეკარემ კუთხურზე მოიგერია. Sofascore-მა ზურიკოს თამაში 6.4 ქულით შეაფასა. დავითაშვილის სტატისტიკა ასეთი იყო: 17 შეხება ბურთთან, 1 დარტყმა კარში, 12-დან 9 ზუსტი პასი (75%), 1 ზუსტი ჩაწოდება და 1 მოგებული ორთაბრძოლა.

ზურიკოს სახიფათო დარტყმა

67-ე წუთზე „სენტ-ეტიენმა“ ანგარიში გახსნა: აუგუსტინ ბოაკიეს პასის შემდეგ თავი კევინ პედრომ გამოიჩინა. ოთხ წუთში ბოაკიემ ასისტს გოლიც მიამატა - 2:0. 79-ე წუთზე აბდურაჰმან მბოჯმა ერთი გოლი გაქვითა, 89-ე წუთზე კი ჯესი დემინგუემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.

„სენტ-ეტიენი“ 16 ქულით სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია, „მეცი“ კი 10 ქულით მეხუთე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გულიაშვილი ლამაზ გოლთან იყო ახლოს - რასინგი სელტასთან განადგურდა
გულიაშვილი ლამაზ გოლთან იყო ახლოს - რასინგი სელტასთან განადგურდა