გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

მეცის ფრე ანესისთან - აბუაშვილი მეორე ტაიმში შეცვალეს

ლიგა 2-ის მე-4 ტურში გიორგი აბუაშვილის „მეცი“ „ანესის“ ესტუმრა და ფრეს დასჯერდა - 1:1.

ქართველი შემტევი „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 58 წუთი ითამაშა. პირველ ტაიმში აბუაშვილს ორი სახიფათო მომენტი ჰქონდა, თუმცა ორივე შემთხვევაში მისი დარტყმა მეტოქის მცველებმა დაბლოკეს.

Sofascore-მა ქართველი ფეხბურთელის თამაში 6.5 ქულით შეაფასა, აბუაშვილის სტატისტიკა ასეთი იყო: 11-დან 7 ზუსტი პასი (64%), 2 დაბლოკილი დარტყმა, 26 შეხება ბურთთან, 3-დან 2 წარმატებული დრიბლინგი და 6-დან 3 მოგებული ორთაბრძოლა.

აბუაშვილის გამორჩეული მომენტები

რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, ანგარიში 24-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით „მეცის“ „ათიანმა“, ტეჟი სავანიემ გახსნა, 33-ე წუთზე კი კადან იანგმა წონასწორობა აღადგინა.

4 ტურის შემდეგ „მეცი“ 6 ქულით სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციაზეა და მომდევნო მატჩს 5 სექტემბერს შინ, „როდეზის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბომბარდირი პოლონეთიდან - კვერნაძის გუნდი გაძლიერდა
ბომბარდირი პოლონეთიდან - კვერნაძის გუნდი გაძლიერდა