ტრანსფერი გადაწყვეტილია - ბართიშვილი არსენალში ითამაშებს
ახალგაზრდა, უნიჭიერესი ქართველი ფეხბურთელი ანდრია ბართიშვილი კარიერას ინგლისის ჩემპიონ კლუბში განაგრძობს. GEO TEAM-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „იბერია 1999“-ის 17 წლის ფეხბურთელი 1 სექტემბერს ლონდონში ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „არსენალთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ტრანსფერი ლონდონურ კლუბს 4.5 მილიონი დაუჯდება, ბართიშვილი კი „მეთოფეებს“ 2027 წლის ზაფხულიდან, ანუ მას შემდეგ შეუერთდება, როდესაც სრულწლოვანი გახდება. იქამდე კი სავარაუდოდ, „იბერია 1999“-ს კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაეხმარება, რაც ანდრიასთვის უმაღლეს დონეზე საასპარეზოდ დამატებითი გამოცდილების მომტანი იქნება. სხვათა შორის, ბართიშვილი საქართველოს ჩემპიონის განაცხადში „იაგელონიასთან“ საშინაო მატჩში საერთოდ არ იყო, რაც სავარაუდოდ, სწორედ ამ სატრანსფერო საკითხების მოგვარებით იყო განპირობებული.
შეგახსენებთ, რომ ანდრია ბართიშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა ცოტა ხნის წინ ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს დიდი სიხარული აჩუქეს და „იბერია 1999“ გახდა „დინამო თბილისის“ შემდეგ საქართველოს მეორე წარმომადგენელი, რომელიც ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა. კონფერენს ლიგაზე „იბერიელები“ „ცრვენა ზვეზდას“ (შინ), „კოპენჰაგენის“ (სტუმრად), „ხეტაფეს“ (შინ), „სენტ ტრუიდენის“ (სტუმრად), „მიალბის“ (შინ) და „იაბლონეცის“ (სტუმრად) წინააღმდეგ ითამაშებს.