ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარაცხელიამ მეორე ტაიმი ითამაშა | პსჟ 0:2-ს აგებდა და ქულა ბოლო წამებზე გადაარჩინა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „ლილს“ დაუპირისპირდა. „რენთან“ მატჩის მსგავსად, ლუის ენრიკეს გუნდი ამ შეხვედრაშიც 0:2-ს აგებდა, მაგრამ ბოლო წამებზე ორი გოლი გაიტანა და თამაში ფრედ, 2:2 დასრულდა.

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. 21-ე წუთზე ოლივიე ჟირუს ბრწყინვალე პასი ჰაკორ არნარ ჰარალდსონმა გამოიყენა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. პსჟ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მომენტის შექმნა ძალიან უჭირდა, 85-ე წუთზე კი მეორე ბურთი მიიღო. მატვეი საფონოვის კარი დილან ბაკვამ, ლამაზ სტილში აიღო და ჟირუმ მეორე ასისტი მიითვალა.

„პარი სენ-ჟერმენი“ არ დანებდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე (სულ სამი წუთი დაამატა) ვიტინიამ ბრწყინვალე გოლი გაიტანა და საკუთარი გუნდი თამაშში დატოვა. ენრიკეს ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. მეხუთე დამატებულ წუთზე ვიტინიას ჩაწოდებას მარკინიოსის გოლი მოჰყვა — 2:2.

კვარაცხელიამ მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე მეორე ტაიმის სტარტზე გამოჩნდა. ხვიჩამ დეზირე დუე ჩაანაცვლა. ქართველ ფეხბურთელს ორი დარტყმა ჰქონდა. 57-ე წუთზე „კვარამ“ „ლილის“ კარს ოდნავ ააცილა, 58-ე წუთზე კი ჯარიმა შეასრულა, რომელიც ძალიან არაზუსტი იყო.

კვარაცხელია ბურთს 40-ჯერ შეეხო. 3-დან 2 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა და 27-დან 26 ზუსტი გადაცემა გააკეთა. მის წინააღმდეგ წესები ერთხელ დაარღვიეს და Sofascore-მა ხვიჩას თამაში 6.4 ქულით შეაფასა.

ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენს“ ორი ქულა აქვს. პირველ ტურში პსჟ-მა „რენთან“ ფრედ, 2:2 ითამაშა. კვარაცხელია და კომპანია მომდევნო შეხვედრას 4 სექტემბერს, „მონაკოს“ წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი თბილისის დროით, 23:05-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრწყინვალე იპონი ფინალში | ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ სლემის ჩემპიონია
ბრწყინვალე იპონი ფინალში | ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ სლემის ჩემპიონია