ხამზატ ჩიმაევი, შონ სტრიკლენდი
Aa
Aa

„ბრძოლიდან ორ საათში სავარჯიშოდ წავედი“ - ჩიმაევისთვის სტრიკლენდი უსამართლო ჩემპიონია

UFC-ის საშუალო წონით დივიზიონში შონ სტრიკლენდსა და ხამზატ ჩიმაევს შორის რემატჩი რომ ჯერჯერობით არ შედგება, ამას თავად ჩეჩენი მებრძოლიც შეგუებულია. ჯერჯერობით ოფიციალურად არ ჩანიშნულა, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ შონი ქამარს ნასურდინ იმავოვთან ბრძოლაში დაიცავს. ჩიმაევი კი თავს დამარცხებულად არ თვლის, რაზეც კიდევ ერთხელ და ამჯერად უფრო დეტალურად ისაუბრა.

ხამზატ ჩიმაევი

კარგი იქნებოდა, თუ სტრიკლენდი-იმავოვის გამარჯვებულთან ვიჩხუბებდი, რადგან ქამრის დაბრუნება მინდა, ჩემპიონობის ნომერ პირველი პრეტედენტი ვარ და ვთვლი, რომ სტრიკლენდთან ბრძოლა არ წამიგია. შონი მგონი ერთადერთი მებრძოლია, რომელიც ჩემპიონი უკან დახევისა და ერთჯერადი დარტყმების ფონზე გახდა. მსაჯებს ამოჩემებული აქვთ, რომ მე მნიშვნელოვანი ზიანი მივიღე. რა ზიანზეა საუბარი, როდესაც ბრძოლის დასრულებიდან რამდენიმე საათში სავარჯიშოდ წავედი? არ ვიცი არბიტრები ბრძოლის დროს სად იყურებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ 9 მაისს გამართული საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბი შონ სტრიკლენდმა მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით მოიგო. ბრძოლის დასრულების შემდეგ კი, ხამზატ ჩიმაევს ბრძოლამდე გაკეთებული შეურაცხყომფელი კომენტარების გამო მოუბოდიშა, რის გამოც როგორც UFC-ის ხელმძღვანელებისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის მათი რემატჩის ჩატარება უინტერესო გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მარცხის მიზეზი ეს არ ყოფილა“ - ვოლკანოვსკი ილიას გამოეხმაურა
„მარცხის მიზეზი ეს არ ყოფილა“ - ვოლკანოვსკი ილიას გამოეხმაურა