ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„ილიას თვალებში შოკი დავინახე“ - გეიჯიმ ბრძოლა კიდევ ერთხელ გაიხსენა

იმდენად დიდი პოლემიკაა გამართული ჯასტინ გეიჯისა და ილია თოფურიას შორის პირველი ბრძოლის შემდეგ, რომ რემატჩის ჩანიშვნის ალბათობა დღიდან დღემდე სულ უფრო იზრდება. რამდენიმე დღის წინ ილია თოფურიამ „ჰაილაითი“ პირდაპირ დაადანაშაულა იმაში, რომ ხელთათმანებში რაღაც ჰქონდა და სამომავლოდ ამ ყველაფერს თავად შეამოწმებს, რასაც ამერიკელმა მებრძოლმა სრული სისულელე უწოდა. ერთ-ერთმა ვებ-გვერდმა Fightluck-მა როდესაც ჯასტინს თეთრ სახლში გამართული ბრძოლის კიდევ ერთხელ გახსენება სთხოვა, მისგან ასეთი პასუხი მიიღო:

„როდესაც ქვემოდან ნიკაპსა და ყბებში ჩემგან პირველი ისეთი დარტყმა მიიღო, რომელმაც მიზანს სრულად მიაღწია, თოფურიას თვალებში ნამდვილი შოკი დავინახე. მაშინ მივხვდი, რომ მას ყველაფრის გასაცნობიერებლად დროც კი არ ექნებოდა. თვალნათლივ ვხედავდი, რომ ილია აიჭრა და ჩემმა დარტყმის ძალამ მასზე უარყოფითად იმოქმედა. ჩემ თავს ვუთხარი, რომ ასე გამეგრძელებინა და მართლაც ყველაფერი ლოგიკურად დავასრულე“.

შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს, ჯასტინ გეიჯიმ ილია თოფურია ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა. ახლა ქართველი მებრძოლი რემატჩს ითხოვს, თუმცა გეიჯის ერთმნიშვნელოვნად არ აქვს გადაწყვეტილი, განაგრძობს, თუ დაასრულებს კარიერას და ზუსტად მხოლოდ ერთი რამ იცის, რომ 2027 წლამდე ისვენებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უკეთეს და უფრო სრულყოფილ ილიას იხილავთ“ | თოფურიას ფიზმომზადების მწვრთნელი
„უკეთეს და უფრო სრულყოფილ ილიას იხილავთ“ | თოფურიას ფიზმომზადების მწვრთნელი