„ამ მდგომარეობაში ყოფნას მიჩვეულები არ ვართ“ - ენრიკე მარსელთან გამარჯვებაზე
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-5 ტურში, პსჟ სტუმრად „მარსელს“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ განვლილი მატჩი შეაფასა.
რა თქვა ენრიკემ:
რა უთხარით გუნდს შესვენებაზე?
განსაკუთრებული არაფერი. მატჩი ზუსტად ისე წარიმართა, როგორც დაგეგმილი გვქონდა - ბევრი სირთულით, როგორც ეს ყოველთვის ხდება გასვლითი თამაშების დროს. ყველა ამბობს, რომ „ველოდრომზე“ თამაში მარტივია, მაგრამ ეს ადვილი ამოცანა სულაც არ არის. ვეცადეთ ჩვენი თამაში გვეჩვენებინა. პირველ ტაიმში ნაკლები მომენტი შევქმენით, რადგან მეტოქე ძალიან კარგად თამაშობდა. შემდეგ, მეორე ტაიმში გარკვეული კორექტივები შევიტანეთ და შედეგად, მეორე ნახევარი შესანიშნავი გამოვიდა.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოთამაშეების გამხნევება მოედნის კიდიდან, რადგან სატურნირო ცხრილში ისეთ პოზიციაზე ვართ, რომელსაც არ ვართ მიჩვეულები, მაგრამ მთავარი მაინც „ლე კლასიკის“ მოგება იყო. ჩვენი გულშემატკივრებისთვის „კლასიკო“ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია და ამას კარგად ვაცნობიერებდით. როგორც მწვრთნელი, ვცდილობ გუნდს ის მივცე, რაც ჩემი აზრით იმ მომენტში სჭირდება. თუ ვგრძნობ, რომ მეტი ენერგიაა საჭირო, ჩემთვის ამის ჩვენება რთული არ არის. აი, სიმშვიდის შენარჩუნება და ჩვენება - შესაძლოა ცოტა უფრო რთული იყოს. თუმცა, ვფიქრობ, დღეს დიდი ძალისხმევა გავიღეთ და გავიმეორებ: მატჩამდე არსებული მოლოდინების მიუხედავად, მარტივი არაფერი ყოფილა. ჩვენ ვიხილეთ ძალიან კარგი „მარსელი“, და იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იცავდნენ თავს, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მოუმატებენ“
 
5 ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენს“ 8 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზე იმყოფება. ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 10 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე „ლე მანის“ წინააღმდეგ გამართავს.