ჯასტინ გეიჯი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ან მეჩხუბოს, ან ქამარი ვაკანტური გახადოს“ - ცარუკიანმა გარანტიები მიიღო

მაურისიო რუფისთან შეხვედრაში არმან ცარუკიანი დიდ ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა, თუ სომეხი მებრძოლი ბრაზილიელ მეტოქეს იმ კომპონენტში აჯობებდა, რაშიც სამხრეთ ამერიკელი ყველაზე ძლიერია. ცარუკიანმა რუფი სტრაიკინგში დაჩაგრა და დგომში, იდაყვის საოცარი დარტყმით ნოკაუტში გაგზავნა, რის შემდეგაც საჩემპიონო ჩხუბი ოქტაგონში მიცემული ინტერვიუს დროს მოითხოვა, თუმცა ბრძოლის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ამ ყველაფერზე უფრო დეტალურად ისაუბრა.

არმან ცარუკიანი

ვიცოდი, რომ თავიდან გამიჭირდებოდა, რადგან არათუ ბრძოლაში, სპარინგების დროსაც პირველ რაუნდში პრაქტიკულად მძინავს. ამიტომ ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ მაურისიო რუფისთან ხუთრაუნდიანი ჩხუბის ჩატარების საშუალება მომეცემოდა. მინდოდა ბრაზილიელი გამეთიშა და ეს გავაკეთე - მან ჩემი ჭიდაობა გაანეიტრალა, თუმცა დგომში დარტყმებს ნაკლებად ელოდა და ამის წინააღმდეგ უძლური იყო.

ტრავმა არ მაქვს, ერთკვირიანი დასვენება მჭირდება, რის შემდეგაც ვარჯიშს განვაახლებ. დეკემბრის შუაში, ან ბოლოს რომ დავბრუნდე, იდეალური იქნება. რა შეტყობინებას გავუგზავნი ჯასტინ გეიჯის? უკვე გაგზავნილია, დენა უაითი მესაუბრა და შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი მომდევნო ჩხუბი სატიტულო იქნება. ჯასტინს დასვენება სურს? რისგან? თუ დასვენებას აპირებს, სჯობს ქამარი ვაკანტური გახადოს, ან გამოვიდეს ოქტაგონში და მეჩხუბოს.

შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბს ილია თოფურია და მისი გუნდიც ითხოვს. „ელ მატადორი“ თვლის, რომ რემატჩი დაიმსახურა და სურს მისი მომდევნო ბრძოლა ეგრევე სატიტულო იყოს. არმან ცარუკიანის განცხადების მიუხედავად, დენა უაითმა პრესკონფერენციაზე მსუბუქი წონითი დივიზიონის მომავალი საჩემპიონო დაპირისპირების მონაწილეებზე დასმულ შეკითხვას, ჯერჯერობით კონკრეტული პასუხი არ გასცა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბთან ფავორიტი არ ვარ“ - იანის გეგმა
„მერაბთან ფავორიტი არ ვარ“ - იანის გეგმა