კილიან მბაპე
Aa
Aa

„იმედგაცრუება იქნება თუ ვერ მოვიგებ“ | მბაპემ ოქროს ბურთზე ისაუბრა

„რეალის“ სუპერვარსკვლავმა, კილიან მბაპემ „ოქროს ბურთის“ წლევანდელ დაჯილდოებაზე ისაუბრა. ფრანგი ფეხბურთელის აზრით, „ოქროს ბურთი“ მან უნდა მოიგოს და დიდი იმედგაცრუება იქნება, თუ ეს არ მოხდება.

„ვფიქრობ, ჩემთვის კარგი წელია, რათა „ოქროს ბურთი“ მოვიგო. იმედი გამიცრუვდება, თუ ვერ მოვიგებ. როდესაც კონკურენტუნარიანი ადამიანი მიზანს ვერ აღწევს, ყოველთვის იმედგაცრუებულია და სწორედ ასეთი ადამიანი ვარ. ვთვლი, რომ ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო და საქმეს თავი კარგად გავართვი.

ახლა უნდა დაველოდოთ, რა მოხდება. ინდივიდუალურად, შესანიშნავი წელი მქონდა. ყველა დიდი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გავხდი და „ოქროს ბურთის“ წლევანდელ დაჯილდოებაზე ეს უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია“.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალი ლონდონში, 26 ოქტომბერს გაიმართება. ბუკმეკერებისა და ავტორიტეტული გამოცემების ფავორიტი ჰარი კეინია. მეორე ადგილზე ლამინ იამალი იმყოფება, მის შემდეგ კი კილიან მბაპე მოდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერესი პრემიერ ლიგიდან | კვერნაძის კარგი თამაში უყურადღებოდ არ დარჩენილა
ინტერესი პრემიერ ლიგიდან | კვერნაძის კარგი თამაში უყურადღებოდ არ დარჩენილა