რატი ანდრონიკაშვილი
Aa
Aa

ოფიციალურად | რატი ანდრონიკაშვილი მორაბანკ ანდორას შეუერთდა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი, რატი ანდრონიკაშვილი ესპანეთის ლიგა ენდესაში მოასპარეზე „მორაბანკ ანდორას“ შეუერთდა. კლუბის განცხადებაში ნათქვამია, რომ ანდრონიკაშვილმა ორთვიანი ხელშეკრულება გააფორმა.

„„მორაბანკ ანდორამ“ რატი ანდრონიკაშვილი გამთამაშებლის პოზიციის დროებით გასაძლიერებლად დაიმატა. 25 წლის ქართველი კალათბურთელი, რომლის სიმაღლეც 1.94 მეტრია, გუნდს ორთვიანი კონტრაქტით შეუერთდა“, — ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

„საქართველოს ნაკრებში ჩატარებული ძალიან კარგი ბოლო მატჩების შემდეგ დაღვინებული კალათბურთელი დავიმატეთ. ის სწრაფი და ფეთქებადი გამთამაშებელია, რომელიც კარგი ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევა და კრეატიული მოთამაშეა, განსაკუთრებით თამაშის ორგანიზებისა და შედეგიანი გადაცემების გაკეთების მხრივ. რამდენიმე მოთამაშის ფიზიკურმა მდგომარეობამ და სატრანსფერო ბაზარზე გამოჩენილმა საინტერესო შანსმა ეს ტრანსფერი, რომელიც დაგეგმილი არ იყო, შესაძლებელი გახადა“, — აღნიშნა კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ჟორდი არდევოლმა.

ცნობისთვის, ლიგა ენდესას ახალი სეზონი ჯერ არ დაწყებულა. ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ანდრონიკაშვილის გუნდი „ობრადოიროს“ დაუპირისპირდება. მატჩი 26 სექტემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კომისია ხელების შეხვევის პროცესს აკვირდება“ | პიმბლეტმა თოფურიას უპასუხა
„კომისია ხელების შეხვევის პროცესს აკვირდება“ | პიმბლეტმა თოფურიას უპასუხა