ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„კომისია ხელების შეხვევის პროცესს აკვირდება“ | პიმბლეტმა თოფურიას უპასუხა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, პედი პიმბლეტი UFC 331-ზე გამართულ ჩხუბებს გამოეხმაურა. „ბედიმ“ არმან ცარუკიანზე ისაუბრა და კომენტარი ილია თოფურიას მიერ, ჯასტინ გეიჯის ხელთათმანებთან დაკავშირებულ განცხადებაზეც გააკეთა.

„არმანის მომდევნო ჩხუბი საჩემპიონო ორთაბრძოლაა, თუმცა ილიასა და ჯასტინს შორის განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, არ გამიკვირდება, მათი რემატჩი გაიმართოს. თოფურია ამბობს, რომ გეიჯის ხელთათმანებში რაღაც აკრძალული ჰქონდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

სპორტული კომისიის წარმომადგენელი ხელების შეხვევის პროცესს აკვირდება და ილია უბრალოდ საკუთარ მარცხს ვერ ეგუება. პატარა ძუკნასავით იქცევა. არმანი ნომერ პირველი პრეტენდენტია, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება“.

შეგახსენებთ, რომ ცარუკიანმა მაურისიო რუფი პირველ რაუნდში დაანოკაუტა და გამარჯვების შემდეგ გეიჯი გამოიწვია. არმანი საჩემპიონო ქამრის დასაკუთრებაში დარწმუნებულია და მზად არის, ტიტული თოფურიას წინააღმდეგ დაიცვას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ მდგომარეობაში ყოფნას მიჩვეულები არ ვართ“ - ენრიკე მარსელთან გამარჯვებაზე
„ამ მდგომარეობაში ყოფნას მიჩვეულები არ ვართ“ - ენრიკე მარსელთან გამარჯვებაზე