გიორგი წიტაიშვილი, რაიო ვალეკანო
Aa
Aa

რაიო სოსიედადთან დამარცხდა | წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და აქტიური იყო

ლა ლიგის მე-12 ტურში, გიორგი წიტაიშვილის „რაიო ვალეკანო“ სტუმრად „რეალ სოსიედადს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დამარცხდა.

გიორგი წიტაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ქართველი შემტევი მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა და რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი შემოგვთავაზა, თუმცა შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. 

წიტაიშვილის სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 44 შეხება, 23-დან 19 ზუსტი პასი, 1 საკვანძო პასი, 2 დარტყმა - 1 ზუსტი, 1 დაიბლოკა, 4-დან 1 წარმატებული დრიბლინგი, 1 ართმევა, 1 განმუხტვა, 2 დაბრუნებული ბურთი, 12-დან 8 მოგებული ორთაბრძოლა. Sofascore-ის შეფასება - 7.0 ქულა.

„რაიო ვალეკანოს“ კარში ერთადერთი გოლი 67-ე წუთზე ოსკარსონმა გაიტანა.

გიორგი წიტაიშვილმა „რაიო ვალეკანოს“ შემადგენლობაში ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მე-8 მატჩი ჩაატარა და შედეგიანი მოქმედება ჯერჯერობით, კიდევ არ ჰქონია.

12 ტურის შემდეგ „რაიო ვალეკანოს“ 12 ქულა აქვს და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციაზე იმყოფება. წიტაიშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ, 21 ნოემბერს საკუთარ მოედანზე „ვალენსიას“ წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - მონცას ზედიზედ მეოთხე მარცხი
    გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - მონცას ზედიზედ მეოთხე მარცხი