როდის დაბრუნდება ხარებაშვილი | ქართველი მცველი ტრავმირებულია
თურქეთის სუპერ ლიგის მე-11 ტურში გიოზთეფე შინ ბაშაქშეჰირთან 1:2 დამარცხდა. სტუმართა სამატჩო განაცხადში საბა ხარებაშვილი არ იმყოფებოდა. კრისტალსპორტის ინფორმაციით, 18 წლის მარცხენა მცველი ტრავმირებულია, მუხლი დაუზიანდა, რის გამოც დაახლოებით ორ კვირაში დაბრუნდება.
გასულ კვირაში, მე-10 ტურში „ბაშაქშეჰირმა“ „სამსუნსპორს“ 5:2 მოუგო, საბამ ორი საგოლე პასი შეასრულა. თურქეთში ავტორიტეტულმა გამოცემამ Asist Analiz-მა მე-10 ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. ასევე, Futbol Verileri-ს მონაცემებით, თურქეთის სუპერ ლიგის მე-10 ტურში ყველაზე მეტი სპრინტი ქართველმა განავითარა — 25.
მთავარი მწვრთნელი ნური შაჰინი ქართველს დიდ ნდობას უცხადებს. საბა 18 წლის 3 სექტემბერს გახდა და თურქულ კლუბში თამაშის უფლება ამ თარიღის შემდეგ მიიღო. მას შემდეგ მისმა გუნდმა სუპერ ლიგაში 8 მატჩი ჩაატარა, 8-დან 5-ში სასტარტოში იყო, 8-დან 3-ში 90 წუთი ითამაშა. სკამზე მატჩის ბოლომდე მხოლოდ ერთ შეხვედრაში იჯდა და ერთხელ ცვლილებაზე ითამაშა (სადებიუტო მატჩში „გალათასარაისთან“), ხოლო ერთი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, გუშინ გიოზთეფესთან ტრავმის გამო სამატჩო განაცხადში არ იმყოფებოდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს