გამანადგურებელი სხვაობით - საქართველომ კანადა დაამარცხა
Aa
Aa

გამანადგურებელი სხვაობით - საქართველომ კანადა დაამარცხა

დღეს საქართველოს მოარგბეთა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასის შემდგომის სერია დაიწყო. ბორჯღალოსნებმა საკუთარ კედლებში კანადას უმასპინძლებს და მარტივად 59:14 გაანადგურეს.

კანადელთა რბევა მე-3 წუთზე ნინიაშვილმა დაიწყო და ლელო დადო. გარდასახვა არაზუსტად შესრულდა.

ამის შემდეგ, სულ ცოტა ხნით კანადა გააქტიურდა, რაც ანგარიშზეც აისახა. ლესეიჯმა ლელო გაიტანა და მაკმულინმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. სტუმრები დაწინაურდნენ.

მე-20 წუთზე ტაბუცაძის ლელო ვიხილეთ, მაგრამ გარდასახვა ზუსტად არ შესრულდა. 26-ე წუთზე კელიმ კანადა ლელოთი წინ გაიყვანა და მაკმულინმა გარდასახვა კვლავ ზუსტად შეასრულა.

30-ე წუთიდან ბორჯღალოსნები ყველანაირ უპირატესობას დაეუფლნენ. 30-ე და მე-40 წუთებზე ნინიაშვილმა და ტაბატაძემ დადეს ლელოები. ორივე შემთხვევაში მატკავამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

52-ე წუთზე კვლავ ნინიაშვილმა გაიბრწყინა და ეფექტური ლელო შემოგვთავაზა, თუმცა მსაჯმა გააუქმა. აღნიშნული მომენტიდან 3 წუთში გიგაშვილმა დადო ლელო და უპირატესობა უფრო დიდი გახდა. შემდეგი ლელო კახოიძის ანგარიშზეა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა - 43:14.

71-ე წუთზე ტაბუცაძემ თავისი მეორე ლელო დადო. კანადელთა რბევა კი ვანო კარკაძემ ლელოთი დაასრულა. მატკავამ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები შემდეგ ტურში ტონგას უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 14 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება. სატურნირო ცხრილში ბორჯღალოსნები პირველ ადგილზე იმყოფებიან.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგე“ - გიორგი ნემსაძე
    „როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგე“ - გიორგი ნემსაძე